დენ ბრაუნი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და ავტორი გახმაურებული რომანისა “და ვინჩის კოდი” (დაწერილი 2003 წელს) - დენ ბრაუნი (ნამდვილი სახელი - დენიელ ბრაუნი),ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და თანამედროვე ამერიკელ მწერალთა კატეგორიას განეკუთვნება.პირველივე დღეს “და ვინჩის კოდი”-ს გამოქვეყებისა,მაღაზიებიდან მისი 6000 ეგზემპლარი გაიყიდა,ხოლო მოგვიანებით ეს ბესცელერად ქცეული ნაწარმოები, მსოფლიოს 40 ენაზე ითარგმნა და საერთო ჯამში 81 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთის “The New York Thimes”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად,გამოცემიდან პირველივე კვირაში წიგნი ლიდერი ხდება ბესცელერ-ნაწარმოებთა ნუსხაში.აღსანიშნავია,რომ “და ვინჩის კოდი” არა მარტო ზემოთ აღნიშნული გაზეთის ლიდერ ნაწარმოებთა სიის პირველ ნომრად,არამედ “The Wal Street Journal”-ისა და “San Francisco Chronicle”-ს ვერსიითაც ბესცელერების სათავეში იდგა.მოგვიანებით კი აღნიშნული ნაწარმოები მთელი ქვეყნის N1 ბესცელერადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) 2005 წლისათვის დენ ბრაუნი ჟურნალ – “The Thimes”-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა,ხოლო 2006 წლის პრესიდან ვგებულობთ,რომ დენ ბრაუნი ყველაზე მაღალანაზღაურებად მწერლად იქცა ისტორიაში.პირველი მისი ოთხი წიგნის (მათ შორის “და ვინჩის კოდი”) გაყიდვითა და მისი ნაწარმოების “და ვინჩის კოდის” ეკრანიზაციის შედეგად,მწერლის შემოსავლებმა 300 მილიონ დოლარს მიაღწია.დენ ბრაუნი დღესაც აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში.მის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან კი ალბათ “და ვინჩის კოდის გარდა”,აღსანიშნავია: “ანგელოზები და დემონები” და “დაკარგული სიმბოლო”.მწერალი კი დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველსა და ლიტერატურულ სამყაროში. (ავტორი გენია.ჯი)