ხორხე ლუის ბორხესის “ორიგინალური მონუმენტი”
გენიალური არგენტინელი მწერლისა და პოეტის - ფრანსისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედოს (1899-1986 წლები),რომლის ნაწარმოებებიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პორტუგალიაში,საკმაოდ ორიგინალური კონსტრუქციის მქონე მონუმენტი გაუხსნეს – 2006 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.კომპოზიციის ესკიზი შექმნილია არგენტინელი ფედერიკო ბრუკის მიერ და ავტორის აზრით ძეგლი ღრმა სიმბოლური ხასიათის დატვირთვის მქონეა. (ავტორი გენია.ჯი) თავად ძეგლი წარმოადგენს გრანიტის მონოლითს,რომელზეც ინკუსტრირებულია ბორხესის “ხელის გული”,რომელიც მწერალს თაბაშირისაგან 1980 წელს აუღო თავად ძეგლის ავტორმა.აზრი კი ასეთი ორიგინალური ძეგლისა,ავტორის აზრით ძევს იმაში,რომ იგი სრულიად სიმბოლიზირდება თავად მწერალთან და გამოსახავს მის “შემოქმედებით სულს”.მონუმენტის გახსნაზე სპეციალურად მიწვეულ იქნა მწერლის ქვრივი – მარია კოდამა,რომელიც ხელმძღვანელობდა ფონდს და მიერ შექმნილი ფონდისაგან დაფინანსდა აღნიშნული მონუმენტის აღმართვა.მარიასთან ერთად მონუმენტის გახსნას ესწრებოდა შესანიშნავი პორტუგალიელი მწერალი – ჟოზე სარამაგო (1922-2010 წლები).აღნიშნული მონუმენტი კი მართლაც უცნაური კომპოზიციის და შინაარსის მატარებელია,რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი)