“დეკამერონი” – (ეპიზოდი)
გენიალური იტალიელი მეცნიერის და რენესანსის ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების (მოთხრობათა კრებულის) “დეკამერონის” ავტორი - ჯოვანი ბოკაჩო (1313-1375 წლები),აღნიშნულ ნაწარმოებს წერდა 1350-1353 წლებში.იგი შედგება 100 ნოველისაგან,რომლის სრულყოფილი ვერსია მხოლოდ 1471 წელს გამოქვეყნდა და თანამედროვეებმა “ადამიანური კომედია” უწოდა.აღსანიშნავია,რომ “დეკამერონი” ანტიკლერიკალური და ანტიასკეტური ტენდენციების გამო,ასე ვთქვათ დევნილ ნაწარმოებად აქციეს,ხოლო 1471 წელს სავორანოლამ იგი საჯაროდაც კი დაწვა. (ავტორი გენია.ჯი) კათოლიკურმა ეკლესიამ კი იგი აკრძალულ წიგნთა ინდექსში შეიტანა.ცნობილია,რომ “დეკამერონი”,რომელიც 100 ნოველისაგან შედგება,ყველა ნოველის ავტორი ჯოვანი ბოკჩო არ გახლავთ,რადგან წიგნში მოყვანილი მრავალი თხრობა გადმოცემულია ერთ-ერთი უდიდესი ძველრომაელი მწერლის – ლუციუს აპულეუსის (124-180 წლები) შესანიშნავი წიგნის “მეტამორფოზები”-ს სიუჟეტებიდან.აქვე აღებული აქვს ბოკაჩოს “ფრანგული ფაბლიოები”,”ანეგდოტები” და “რელიგიურ-დამრიგებლობითი” მეთოდები,ამ ნაწარმოებში ასევე ვხვდებით ქალაქური ფოლკლორისა და აღმოსავლური ზღაპრების ეტიუდებსაც.იმ პერიოდის ინტელიგენციამ ბოკაჩოს ნაწარმოები “დამცინავად” შეაფასა და მიიჩნევდნენ,რომ იგი ლათინურ ენაზე უნდა დაწერილიყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად უამრავი კრიტიკისა “დეკამერონი” დღევანდელ სამყაროში მთელი მისი “შედევრობით” ცნობილ ნაწარმოებად იქცა.იყო მცდელობები,რომ აღნიშნული ნაწარმოები თავად ჯოვანი ბოკაჩოს გაენადგურებისა საკუთარი ხელით,როდესაც მას სასულიერო პირმა ცოდვების მოსანანიებლად ამ ნაწარმოების განადგურება შესთავაზა,თუმცა საბედნიეროდ “დეკამერონი” განადგურებას გადაურჩა. (ავტორი გენია.ჯი)