“ფრანგული ანდაზები”
1. „შერიგებულ მტერს ერიდე”.
* * *
2. „ვისაც უხეირო თავი აქვს, მას ხეირიანი ფეხები უნდა ჰქონდეს”.
* * *
3. „ცუდ საზოგადოებას მარტოობა გერჩიოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ყველაზე ცუდი ბრმა ისაა, ვისაც არ სურს დაინახოს”.
* * *
5. „მაგრად ცემა და მსუბუქად ცემა, ორივე ცემაა”.
* * *
6. „კაცს ძნელბედობა აბერებს და არა წელთა სიმრავლე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „ღმერთი გამბედავს უღიმის”.
* * *
8. „არ არის მქადაგებელი, არ შეეშალოს სიტყვაო”.
* * *
9. „ორი კაპიტანი გემს გადააყირავებს”.
* * *
10. „ბოროტთა მზერა და მათი მოსმენა – უკვე ბოროტების დასაწყისია”. – (ავტორი გენია.ჯი)