თადეუშ კოსტიუშკო – “ეპიზოდი”
ანდჟეი თადეუშ ბონავენტურა კოსტიუშკო (1746-1817 წლები),წარმოადგენდა პოლონეთის იმ ეროვნულ გმირს,რომელმაც 1794 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ პოლონელთა აჯანყების დროს 4000 მებრძოლით გაუმკლავდა 18 000-იან რუსთა და პრუსიელთა სამხედრო კორპუსს.მიუხედავად იმისა,რომ იგი შემდგომ რუსებს ტყვედ ჩაუვარდა ხელში,რუსეთის იმპერატორის პავლე I-ის ინიციატივით გაანთავისუფლეს.მოგვიანებით ამერიკის რევოლუციურ ომში იბრძოდა,რა დროსაც გამოჩენილი სიმამაცისათვის – ბრიგადის გენერლის ხარისხი მიანიჭეს.მალევე კი ამერიკის ნატურალიზირებული მოქალაქის სტატუსსაც იღებს. (ავტორი გენია.ჯი) მანამდეკი ნაპოლეონ I ბონაპარტის მთავრობის პოლიციის მინისტრსა და მის დესპანს პოლონეთში (რომელმაც შემდგომ ნაპოლეონს უღალატა) – ჟოზეფ ფუშეს (1759-1820 წლები),საფრანგეთის იმპერატორთან შემდეგი სიტყვები დააბარა:
“გადაეცით მის იმპერატორობითს უდიდებულესობას,რომ მე ვიცი ჩემი ადგილი,რომ მე ვცხოვრობ მის იმპერიაში და შეუძლია თუნდაც საგდებლით წამათრიოს,საითაც ნებავს… (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ მეეჭვება,რომ ჩემმა ხალხმა ვინმე დამპყრობელს სამსახური გაუწიოს.პირადად კოსტიუშკოს თავისთვის არაფერი უნდა: იქნება თავისუფალი პოლონეთი – იქნება ბედნიერი თვითონაც,არ იქნება და – სიცოცხლეც აღარ უნდა.რა ცუდად იციან პოლონელთა ხასიათი! პოლონელი არ გაიჩერებს კისერზე უღელს.იბრძოლებს გამარჯვებამდე.ათ წელს მოითმენს,ოც წელსაც,მაგრამ იბრძოლებს.რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ,შთამომავალნი გააკეთებენ.გამარჯვების საათი კი პოლონეთში აუცილებლად ჩამოჰკრავს!” (ავტორი გენია.ჯი)
დღესდღეობით თადეუშ კოსტიუშკო “პოლონეთის ეროვნულ გმირს” წარმოადგენს და მის ხსოვნას უდიდეს პატივსაც მიაგებენ პოლონელები.შესაბამისად მისი სახელობის არაერთი სახელმწიფო დაწესებულება არსებობს ამ მშვენიერ ევროპულ ქვეყანაში.ხოლო მისი დიდი,ცხენზე ამხედრებული ქანდაკება ქალაქ კრაკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზეა აღმართული.
თადეუშ კოსტიუშკოს ძეგლი პოლონეთის ქალაქ – კრაკოვში