აფზალადინ აფსალ-ედ-დინის (ჰაგანი) – “პოეზიიდან”
ბრიყვს ვერავინ დაადუმებს,
ყბედს ვერავინ მოჰკვეთს ენას,
მაგრამ ბედს არ დაგამდურებს,
თუ მიაპყრობ სატრფოს სმენას.
* * * * * * *
როცა მკლავდა მძიმე განცდა,
გეშლებოდა გულში ვარდი…
რად ვილხინო ასეთ კაცთან,
რად ვიდარდო მისი დარდი?
* * * * * * *
თუ საყვარელს თავს ევლები,
ის კი შენს გულს არ აფასებს,
აბა მისთვის რას ევნები,
რასა სთხოვ და რა გაბრაზებს?
* * * * * * *
ვიდრე საქმეს შეუდგები,
ასჯერ აწონ-დაწონე,
თორემ ბოლოს,გეუბნები,
ვეღარ გამოსაწორებ.
* * * * * * *
ან ის კაცი რა კაცია,
მეგობარს რომ დაიმდურებს,
გულის სწორს რომ გულს აჩუქებს,
მერე უკან დაიბრუნებს!
* * * * * * *
მე სიყვარულს ვქადაგებ და
არ ეგების ჩემთან მტრობა!
სიბრძნეს როდის განაგებდა
მარტო ფუჭი ქედმაღლობა?