ოპერაცია – “ზღვის ლომი”
“ზღვის ლომი” – წარმოადგენდა კოდურ სახელწოდებას იმ დაგეგმილი სამხედრო-სადესანტო ოპერაციისა,რომელიც უნდა განეხორციელებინა ინგლისის წინააღმდეგ ფაშისტურ გერმანიას,ადოლფ ჰიტლერის უშუალო ბრძანების საფუძველზე.
აღნიშნული გეგმა გერმანიის მთავარსარდლობის მიერ მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა 1941 წლის 16 ივლისს. (ავტორი გენია.ჯი) გეგმის თანახმად მესამე რაიხის ჯარებს ფორსირება უნდა გაეკეთებინათ ლა-მანშის სრუტეში,ქალაქ-პორტების დუვრსა და პორტსმუთს შორის.ამის შემდგომ ისინი 25 გერმანული დივიზიის შემადგენლობით უნდა დაძრულიყვნენ,ინგლისის “გულისაკენ” – ლონდონისაკენ.ფრონტის გაშლა იგეგმებოდა ფოლქსტონიდან – ბორტონის ჩათვლით ტერიტორიებზე.გარდა ამისა “ზღვის ლომის” სამხედრო-სადესანტო ოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნულ იქნა გერმანელი გენერალ-ფედლმარშალი – კარლ რუდოლფ გერდ ფონ რუნდშტეტი (1875-1953 წლები),რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ დიდ სამხედრო შენაერთს პოლონეთის ოკუპაციისას. (ავტორი გენია.ჯი) ოპერაციის დაწყების თარიღი,გერმანელთათვის ფრონტებზე შემდგარი სავალალო სიტუაციის გამო,ყოველდღიურად იცვლებოდა.საბოლოოდ 1941 წლის 9 იანვარს,უინსტონ ჩერჩილის მიერ სახელწოდებულ – “დიდი ბრიტანეთისათვის ბრძოლაში” (საავიაციო ბრძოლა ინგლისსა და გერმანიას შორის,რომელიც გრძელდებოდა 1940 წლის 9 ივლისიდან – 30 ოქტომბრამდე) გერმანული ავიაციის მარცხმა,ჰიტლერი იძულებული გახადა ბრიტანეთში დესანტის გადასხმისაგან ხელი აეღო.1942 წლის 13 თებერვალს “კრიგსმარინეში” (ასე ეწოდებოდა მეორე მსოფლიის ომისას მესამე რაიხის სამხედრო-საზღვაო ფლოტს),ადმირალმა ერიხ რედერმა,უკანასკნელად ესაუბრა ჰიტლერს “ზღვის ლომის” სამხედრო-სადესანტო ოპერაციის შესახებ.სწორედ ამ საუბრის შემდეგ დაარწმუნა მან ჰიტლერი,ხელი აეღო ბრიტანეთის მიმართულებით ბრძოლის წარმოებაზე.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,გერმანელ გენერალს – ალფრედ იოდლს,”ზღვის ლომის” ოპერაციის გეგმების შესახებ დაუსვეს შეკითხვა,რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: “ჩვენი გეგმები მეტწილად იულიუს კეისრის გეგმებს ჰგავდა!” საბოლოო ჯამში გერმანელთა მიერ დაგეგმილი სამხედრო-სადესანტო ოპერაცია,რომელიც მიზნად დისახავდა,მისი ერთ-ერთი უმთავრესი მტრის – ინგლისის აღებას,საბედნიეროდ ვერ განხორციელდა და მხოლოდ ფურცელზე დაწერილ გეგმად დარჩა ისტორიაში (ავტორი გენია.ჯი)