“სანძუ”

“სანძუ” – რომელიც შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც “სამი გზაჯვარედინის მდინარე”,იაპონურ სახალხო ტრადიციულ ბუდიზმში წარმოადგენს იმ მდინარეს,რომელიც საზღვარია ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანთა სამყაროებს შორის.“სანძუ” იაპონურ ბუდიზმში ისეთივე დანიშნულების მატარებელი მდინარეა,როგორიც სტისქსი ძველბერძნულ მითოლოგიაში.იაპონელთა აზრით გარდაცვლილი ადამიანის სულმა სწორედ მდინარე “სანძუ” უნდა გადალახოს,რათა მიწისქვეშა სამყაროში შეაღოს კარი.მდინარის სავარაუდო ადგილად იაპონელი ბუდისტები,სიმოკიტას კუნძულზე მდებარე მოქმედ სტრატოვულკან – ოსორეს მთის მიწისქვეშეთს მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ ლეგენდარული მდინარის პატივის მისაგებად,იაპონელებმა გუმას პრეფექტურაში მდებარე ერთ-ერთ მდინარეს – “სანძუ” უწოდეს.”სოკა გაკაის” სექტის (ყველაზე მსხვილი იაპონური ბუდისტური ორგანიზაცია) მიმდევართა რწმენით,გარდაცვლილი ადამიანი მდინარე “სანძუს”,გარდაცვალებიდან მეშვიდე დღეს ჰკვეთს.გარდა იმისა,რომ მდინარე არაერთხელ არის მოხსენიებული იაპონურ ბუდისტურ ტექსტებში,იგი ასევე ფართოდ არის დამკვიდრებული და გავრცელებული როგორც ძველ,ასევე თანამედროვე იაპონურ კულტურაში,ხელოვნებასა და ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი)