“შუა პალეოლითის ხანის გამოგონებები”

“ფლეიტა” – წარმოადგენს ისტორიაში ერთ-ერთ პირველ და ფართოდ გავრცელებულ სასულე მუსიკალურ საკრავს,რომლის ძვლისაგან დამზადებული უძველესი ნიმუში აღმოჩენილ იქნა გერმანიაში.მისი ასაკი მეცნიერებმა 35-40 000 წლით განსაზღვრეს,თუმცა არსებობს მოსაზრება,რომლის თანახმადაც იგი “შუა პალეოლითის” კიდევ უფრო ადრეულ ეტაპზე,დაახლოებით 50 000 წლის წინათ უნდა გამოეგონებინა ადამიანს ევროპაში. (ავტორი გენია.ჯი)

“მშვილდ-ისარი” – წარმოადგენს იარაღს,რომელიც ადამიანმა,ისევე როგორც ფლეიტა ჯერ კიდევ “შუა პალეოლითის ხანაში”,დაახლობით 50 000 წლის წინათ გამოიგონა.მის სამშობლოდ აფრიკის კონტინენტს მიიჩნევენ.თუმცა,მეცნიერთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებით,მისი გამოგონების პერიოდს კიდევ უფრო ადრეული ხანა,კერძოდ 64 000 წელი სახელდება. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე ძველი მშვილდ-ისრის ეგზემპლარი აღმოჩენილ იქნა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მდებარე საბუდუს გამოქვაბულში.სწორედ აღნიშნულ მშვილდ-ისარს მიაკუთვნებენ 64 000 წლის წინათ დამზადებულ იარაღად.

“თევზის ჭერა ღია ზღვაში” – ერთ-ერთი უძველესი სამეურნეო დანიშნულების მოვლენაა ისტორიაში.ადამიანთა სხვადასხვა ტომებისათვის იგი არსებობისათვის ყველზე უმთავრეს წყაროსაც წარმოადგენდა (მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკის,ჩრდილო-დასავლეთ მოსახლეობის ნაწილისათვის).ისეთი სახით,როგორც თევზაობა დღეს არის გავრცელებული ღია ზღვაში,საფუძველი შუა პალეოლითის ხანაში,დაახლოებით 42 000 წლის წინათ ჩაეყარა. (ავტორი გენია.ჯი)

“საანგარიშო ჩხირები” – თავდაპირველად გამოგონებულ და გამოყენებულ იქნა აფრიკულ სახელმწიფო ზიმბაბვეში.მისი გამოგონების წლებად,დაახლოებით 37 000 წლის წინანდელ პერიოდს მიიჩნევენ.მალევე იგი უძველეს ჩინეთშიც შექმნეს,თუმცა მისი დანიშნულება სხვა გახლდათ.კერძოდ მათ იეროგლიფებისა და სიმბოლოების წერისათვის იყენებდნენ.მოგვიანებით ჩინეთში,ოფიციალურად აიკრძალა “საანგარიშო ჩხირების” მოხმარება.მაგრამ მან გავრცელება ჰპოვა უძველესი ეპოქის იაპონიაში და იგი ერთგავარ ალგებრის სიმბოლოებადაც კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი)

“მხატვრული ნაწარმოები” – მიუხედავად იმისა,რომ ამ საკითხის შესახებ დავა დღემდე აქტუალურია,ზუსტი მონაცემები პირველი მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების შესახებ მაინც ვერ იქნა დადგენილი.თუმცა ვარაუდობენ,რომ პირველი “მხატვრული ნაწარმოების” სამშობლო აფრიკის კონტინენტია და სპეციალისტთა ვარაუდით მას სათავე 35 000 წლის წინ ჩაეყარა. (ავტორი გენია.ჯი)