რობერტ ჩარლზ ბენტლჩი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი კინომსახიობი,იუმორისტი და კრიტიკოსი - რობეტრტ ჩარლზ ბენტლჩი (1889-1945 წლები),დიდი იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება გახლდათ.გარდა ამისა,იგი ცნობილია როგორც საკმაოდ გონებამახვილური აფორიზმების ავტორი.აღნიშნულ პოსტში მისი საინტერესო ბიოგრაფიიდან ერთ სახალისო ეპიზოდს შემოგთავაზებთ: “ერთ დღეს სასტუმროსთან ტაქსის მომლოდინე ბენტლჩმა,იქვე მდგარი უცნაურ სააღლუმე ფორმაში მყოფი მამაკაცი შენიშნა,რომელიც სასტუმროს შვეიცრად მიიჩნია.ამიტომ მას მიმართა:

- არ შეგიძლიათ ტაქსი გამომიძახოთ?

ასეთმა შეკითხვამ უცნობი მამაკაცი ერთობ დააბნია და გააბრაზა კიდეც,რის შემდეგაც მას ასეთი პასუხი გასცა:

 - თქვენ ცდებით ბატონო.მე შვეიცარი კი არ გახლავარ,არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალი ვარ!

მიუხედავად ამისა,ბენტლჩიმ იუმორის გრძნობა არ დაკარგა და ადმირალს მიმართა:

- ამ შემთხვევაში,საბრძოლო კრეისერი მაინც გამოგეძახათ! (ავტორი გენია.ჯი)