ანა ახმატოვას ბიოგრაფიიდან…
გამოჩენილი რუსი პოეტი,ლიტერატურული კრიტიკოსი და მთარგმნელი - ანა ახმატოვა (1889-1966 წლები),ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი იყო.მიუხედავად იმისა,რომ იგი თავად არასოდეს დაუკავებია “საბჭოთა ხელისუფლებას”,მისი სამი უახლოესი ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი,რამაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია.ანას მეუღლე 1910-1918 წლებში – ნიკოლოზ გუმილოვი დაკავებულ და დახვრეტილ იქნა 1921 წლის აგვისტოში,მისი ცხოვრების მეორე თანამგზავრი – ნიკოლოზ პუნინი,სამჯერ იქნა დაკავებული 1930-იან წლებში და საბოლოოდ 1953 წელს “საბჭოთა რეჟიმის გულაგში” გარდაიცვალა (სიკვდილის შემდეგ რეაბიტილირებულ იქნა მისი სახელი).ერთადერთი შვილი (ანას ვაჟი) – ლევ გუმილევიც არაერთხელ იქნა გასამართლებული და “საბჭოთა გულაგებში” ათ წელზე მეტი ხნის გატარება მოუწია. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ლევ გუმილევი “საბჭოების” მიერ შერაცხულ იქნა “ხალხის მტრად”,რამაც პოეტის როგორც მორალურ,ასევე შემოქმედებაზე დიდი და უარყოფითი გავლენა იქონია.სწორედ მის დედობრივ ტკივილს მოგვიანებით იგი უძღვნის პეომას: “რექვიემი”.რაღა თქმა უნდა ანა ახმეტოვა ყველასაგან მიტოვებული და იგნორირებული იყო.მისი შემოქმედების შესახებ ჟურნალ-გაზეთები წერდნენ,რომ ახმატოვას შემოქმედება უიდეო და ცარიელი პოეზიისაგან შედგებოდა და იგი მავნებელი იყო მომავალი თაობების აღზრდისათვის. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად ახმეტოვას პოეზია აბსოლუტურად იგნორირებული გახლდათ.თუმცა 1939 წელს,მაშინ როდესაც საბჭოთა გენსეკი – სტალინი,მწერალთა მიღებას მართავდა მათ დასაჯილდოებლად,ყველასდა გასაოცრად მათ ჰკითხა: “სად არის ახმატოვა? რატომ აღარ წერს ის არაფერს? ეს ორი წინადადება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის,რომ დიდი მოთხოვნა გაჩენილიყო საზოგადოებასა და წიგნის გამომცემლებში ანა ახმატოვას პოეზიის მიმართ.ამ სიტუაციის შემდგომ ანა ახმატოვას პოეზია უკვე ფართოდ ხდება ცნობილი მკითხველისა და პოეზიის მოყვარულთათვის და დღესდღეობით ერთ-ერთ უდიდესს რუს პოეტ ქალად არის მიჩნეული,ამ ქვეყნის პოეზიის ისტორიაში.ვ(ავტორი გენია.ჯი)