ონესიკრიტე

ონესიკრიტე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 360 წელს.იგი გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი მწერალი,ისტორიკოსი და მოსწავლე დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსისა – დიოგენე სინოპელის (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები).ონესიკრიტე აზიურ ლაშქრობებში თან ახლდა “დიდ” ალექსანდრე მაკედონელს.დიდი ძველბერძენი-ძველანტიკური ხანის ისტორიკოსი დიოგენე ლაერტი – ონესიკრიტეს ცხოვრებას და მოღვაწეობას უთანაბრებს,ისეთ დიდ ძველბერძენ მწერალისა და ისტორიკოსის მოღვაწეობას,როგორიც იყო: ქსენოფონტე (ძვ.წ.აღ-ით 444-356 წლები).აღსანიშნავია,რომ ონესიკრიტეს იგი მოიხსენიებს,როგორც: “იმიტატორს”.ისიც ფაქტია,რომ გვინდელი ანტიკური ავტორები მას აკრიტიკებდნენ და ბრალს სდებდნენ დაუდევრობასა და ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაციაში. (ავტორი გენია.ჯი) ონესიკრიტეს ეკუთვნის ბიოგრაფიის დაწერა ალექსანდრე მაკედონელისა,სახელწოდებით: “როგორ ღზრდიდნენ ალექსანდრეს”.მანვე აღწერა მაკედონელის ლაშქრობები აზიაში და ყველა იმ აზიურ ქვეყანაში,სადაც ტავად ახლდა მაკედონელის ლაშქარს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ონესიკრიტე გახლდათ ავტორი ამ ვიზიტების აღწერისა,რომელიც ალექსანდრესა და ამაზონელთა დედოფლის თალესტრისის შეხვედრას ასახავს,მანვე აღწერა შეხვედრა ინდოეთში ჰიმნოსოფისტებთან.იგი ავტორია ალექსანდრე დიდისა და ინდოელი ბრძენის დებატებისა და იგი პირველი ევროპელია,რომელიც მოიხსენიებს იმ დროისათვის ყველასათვის უცნობ კუნძულს შრი-ლანკას.ონესიკრიტეს,მიუხედავად უამრავი კრიტიკოსისა უდიდესი წვლილი მიუძღვის აზიური ქვეყნებისა და ალექსანდრეს ლაშქრობების გადმოცემაში.ონესიკრიტე გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 290 წელს,მისი ნაშრომები კი მრავალი განსჯის საგნად იქცა მომავალი თაობების ისტორიკოსებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)