ეკატერინე მედიჩი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის ცნობილი დედოფალი და რეგენტი - ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (1519-1589 წლები),არა მარტო ისტორიული მოვლენებით ცნობილი დედოფალია,არამედ სწორედ მას ეკუთვნის ისეთი სიტყვის ხმარებაში შემოღება,როგორიც არის – “ნიკოტინი”.ამის მიზეზი გახლდათ მისი უერთგულესი მსახური – ჟან ნიკო,რომელმაც ფრანგ დედოფალს “შორეული პორტუგალიიდან” გამოუგზავნა თამბაქო.თამბაქომ იმთავითვე გამოიწვია დედოფლის დიდი ინტერესი. (ავტორი გენია.ჯი) ჟან ნიკო გარკვეული პერიოდის განმავლობაში,საფრანგეთის ელჩი გახლდათ პორტუგალიაში. 1560 წელს მან პირველი პარტია გაუგზავნა დედოფალს თამბაქოსი,ამასთან ერთად გაუგზავნა წერილი,რომელშიც ეწერა რომ თამბაქო შაკიკის საწინააღმდეგო შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა.მიუხედავად იმისა,რომ დედოფალმა ეკატერინემ მისი დანიშნულებისამებრ მოხმარება (მოწევა) ცხოვრების ბოლომდე ვერ შეისწავლა,დარწმუნებული იყო იმაში,რომ ეს მცენარე საუკეთესო საშუალება გახლდათ თავის ტკივილისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ ნიკოს საპატივცემულოდ,თამბაქოს და ზოგადად ამ მცენარეს ეკატერინე მედიჩმა -”ნიკოტინი” უწოდა.შემდგომში კი მან მიიღო ლათინური ფორმის სახელწოდება: “Nicotiana”.მხოლოდ XIX საუკუნეში გამოყვეს მეცნიერებმა თამბაქოსაგან – “ალკალოიდი”,რომელსაც “ნიკოტინი” უწოდეს და ეს სიტყვა დღემდე ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)
ჟან ნიკო