ედუარ მანე – “ეპიზოდი”
გენიალურ ფრანგ მხატვარ-უნივერსალისტსა და იმპრესიონიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს - ედუარ მანეს (1832-1883 წლები), დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი ნამუშევრები გამოეფინა და გაეცნო ფართო საზოგადოებისათვის – “პარიზის 1867 წლის მსოფლიო გამოფენაზე”.თუმცა მას ამაზე ორგანიზატორებმა უარი განუცხადეს (როგორც ცნობილია, იმ პერიოდისათვის იმპრესიონისტული ხელოვნება იგნორირებული იყო). (ავტორი გენია.ჯი) ამით გაღიზიანებულმა ედუარ მანემ, იმ შენობის გვერდით, სადაც იმართებოდა “პარიზის 1867 წლის მსოფლიო გამოფენა”, თავად მოაწყო საკუთარი ხელოვნების გამოფენა და არიგებდა მცირე ზომის კატალოგებს, რომლის წინასიტყვაობაში ეწერა:
“ბატონი მანე ყოველთვის აღიარებს ნიჭს იქ, სადაც მას ხედავს და არასოდეს ჰქონია იმის პრეტენზია, გაენადგურებინა წინანდელი ფერწერა ან შეექმნა ახალი”.
ეს გახლდათ მხატვრის გზავნილი იმ ადამიანთა მისამართით, ვინც “იმპრესიონალისტური” ხელოვნების წინააღმდეგ გამოდიოდა და მისი შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)