მაქს პლანკის სიტყვა – ალბერტ აინშტაინის შესახებ…
ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი და “კვანტური თეორიის” სულისჩამდგმელი - მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ პლანკი (1858-1947 წლები),პრუსიის მეცნიერთა აკადემიის პლენარულ სხდომაზე,რომელიც გაიმართა 1933 წლის 11 მაისს (ეს გახლავთ პერიოდი,გენიალური ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის აკადემიიდან გარიცხვის ერთი კვირის თავზე,მაშინ როდესაც ფაშისტები დევნიდნენ გენიალურ მეცნიერს),წარმოთქვა აინშტაინის დასაცავი ძალიან გაბედული სიტყვა,რითაც საკუთარი თავის დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა:
“მე ვფიქრობ,როგორც აკადემიაში ჩემი კოლეგების,ასევე გერმანელ ფიზიკოსთა გადამწყვეტი უმრავლესობის სათქმელი იქნება,თუ ვიტყვი: ბატონი აინშტაინი არა მხოლოდ მრავალ ბრწყინვალე ფიზიკოსს შორის ერთ-ერთია,არამედ ბატონი აინშტაინი არის ფიზიკოსი,ჩვენს აკადემიაში გამოქვეყნებულმა ვისმა შრომებმაც ჩვენი საუკუნის ფიზიკური შემეცნება გააღრმავა,და ამ შრომების მნიშვნელობა მხოლოდ იოჰანეს კეპლერისა და ისააკ ნიუტონის მიღწევებს შეიძლება შევადაროთ”… (ავტორი გენია.ჯი)