კარაკალა

კარაკალა - გახლავთ მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა.მას ასევე მოიხსენიებენ როგორც “სტეპის ფოცხვერს”.გარეგნულად მართლაც ძალიან ჩამოჰგავს ფოცხვერს,თუმცა ფიზიკურად მათგან განსხვავებით,შედარებით მცირე ზომის არიან.სხეულის სიგრძე 65 სანტიმეტრიდან – 81 სანტიმეტრამდეა,კუდის სიგრძე კი 25 სანტინმეტრიდან – 30 სანტიმეტრამდე.სიმაღლით კარაკალა 45 სანტიმეტრამდეა,ხოლო მასით 11 კილოგრამიდან – 19 კილოგრამამდე.სახელწოდება “კარაკალა” მომდინარეობს თურქული სიტყვის “Karakulak”-დან,რაც აღნიშნავს “შავ ყურს”,როგორც ცნობილია მათ ყურის უკანა ნაწილი შავი ფერის აქვთ.ჩრდილოეთ აფრიკაში ამ სახეობას მოიხსენიებენ,როგორც “ბერბერული ფოცხვერი”.ისინი ძირითადად გავრცელებულნი არიან აფრიკაში,არაბეთის ნახევარკუნძულზე,მცირე და შუა აზიაში.ასევე ბინადრობენ კასპიის ზღვის სანაპიროებზე თურქმენეთის სამხრეთ ნაწილში და უზბეკეთის აღმოსავლეთით (ბუხარის ოლქში).ისინი ბინადრობენ როგორც ტყეებში ასევე კლდოვან მასივებში,შესაძლოა მათი ნახვა ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე. (ავტორი გენია.ჯი) არიან ძალიან მოქნილები და სწრაფები. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით განვითარებული აქვთ თათები,რომელთა მეშვეობითაც თავისუფლად შეუძლია ადგილიდან 4,5 მეტრს სიგრძეზე ხტომა.მათი ცხოვრების წესი ინდივინდუალურია (გარდა მაკეობის პერიოდისა) და ჯგუფებად არ ბინადრობენ.კარაკალას მაკეობის დრო გრძელდება 68 დღიდან 81 დღემდე და აჩენენ 1-დან 6 პატარამდე.ისინი ძირითადად აქტიურდებიან ღამით და ამავე პერიოდში ეწევიან ნადირობას,მათ ძალიან კარგად აქვთ განვითარებული სმენის,ხედვისა და ყნოსვის უნარი,რაც ნადირობაში ძლიერ უწყობს ხელს.იკვებებიან კურდღლებით,ანტილოპებით,მცირე ზომის მაიმუნებითა და ქვეწარმავლებით.მათი მთავარი მტერი და საფრთხე ლომები და აფთართა ჯგუფებია,თუმცა თავიანთი სისწრაფის წყალობით,თავის დაღწევა არ უჭირთ ხოლმე.აფრიკის სამხრეთ ნაწილებში იგი როგორც მავნებელი ცხოველი ასეა მიღებული და სპეციალური კულტურაც კი არსებობს მასზე ნადირობის.რაც შეეხება აზიურ კარაკალებს,ისინი იქ ფართოდ გავრცელებული არ არიან და მათზე ნადირობა აკრძალულია. (ავტორი გენია.ჯი)