იცით თუ არა,რომ
1. სახელმწიფო ფიჯი,მისი უნიკალური ბუნებრივი სილამაზის გამო მოხსენიებულია,როგორც: “სამოთხის ფილიალი დედამიწაზე”.
2. ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნეში ეგვიპტის ფარაონის – ბოკჰორისის (მმართველობა ძვ.წ.აღ-ით 720-714 წლები),ბრძანებით მოხდა სასჯელთა სისტემის ჰუმანიზაცია,რომლის მიხედვითაც დაშვებულ იქნა სიკვდილით დასჯის შეცვლა მონად გაყიდვით,მონად გადაქცევით. (ავტორი გენია.ჯი)
3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის,შეიარაღებული აგრესიის გზით დამხობისა და რუსეთისაგან მისი ოკუპაციის წინააღმდეგ, ქართველი ერის შეურიგებელი განწყობა-დამოკიდებულება კარგად ასახა თავის სიტყვებში დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ,რომელმაც დაწერა: “რკოც იქ უნდა დაეცეს,სადაც მუხა წაიქცევაო”.
4. ძველ ეგვიპტურ ენაზე “სამხედრო ტყვეს” – “სეკერანხს” უწოდებდნენ,რომელიც “მოკლულ ცოცხალს” აღნიშნავდა.
5. “სიონი” ებრაული სიტყვაა და “ღვთისმოსიშს” აღნიშნავს.
6. დიდი ქართველი მეფის – ვახტაგ I გორგასლის მეუღლე გახლდათ – სპარსეთის მეფის ასული “ბალანდუხტი’,რომელმაც ტყუპი ქალ-ვაჟი შვა,თუმცა თავად მშობიარობას გადაჰყვა.
7. შპალერის დამზადებისა და მათი გამოყენების სამშობლოდ ჩინეთი მიიჩნევა.ბრინჯისაგან ქაღალდის დამზადება და მისი კედელზე გაკვრა ჩინელებმა ჩვ.წ.აღ-მდე 200 წელს დაიწყეს.
8.ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგენდარული პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სახელს ატარებს – 7 მთა,8 მდინარე,120 ქალაქი და დასახლებული პუნქტი. (ავტორი გენია.ჯი)
9. 1940 წელს მაშინ როდესაც იაკობ გოგებაშვილის ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს,ერთ-ერთი დამსწრის პროფესორ იოსებ ბოცვაძის გადმოცემის თანახმად,გარდაცვლილ უდიდესს ქართველ მამულიშვილსა და განმანათლებელს,დაკერებული ფეხსაცმელები სცმია.
10. ეგზიუპერის გენიალური ნაწარმოების პერსონაჟი “პატარა უფლისწული” ასტეროიდ დე 612-ზე ცხოვრობდა.