“სპორტული სიარულის” დამაარსებელი – ედვარდ უეტსონი

“სპორტული სიარულის” ფუძემდებლად და ამ სახეობის “მამად” მიჩნეულია ამერიკელი - ედვარდ უეტსონი (1839-1929 წლები),რომელმაც 21 წლის ასაკში მეგობართან დადო სანაძლეო,იმის შესახებ,რომ ახლო მომავალში პრეზიდენტობას ვერ მოიპოვებდა ლეგენდარული – აბრაამ ლინკოლნი (რომელიც შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი ხდება 1861 წელს).სანაძლეოში დამარცხებული ედვარდი იძულებული გახდა ჩაებარებინა სანაძლეო,რომლის მიხედვითაც იგი ქალაქ ბოსტონიდან ფეხით უნდა გამგზავრებულიყო ვაშინგტონში და ჩაესწრო აბრაამ ლინკოლნის ინაუგურაციაზე. (ავტორი გენია.ჯი) მართლაც ედვარდ უეტსონმა “სპორტული სიარულის” მეშვეობით ბოსტონიდან ვაშინგტონამდე 770 კილომეტრი დაფარა 10 დღესა და 10 საათში და არა მარტო ჩაუსწრო ამ ისტორიულ ცერემონიას,არამედ ცეკვითაც გამოჩინა იქ თავი.ყოველივე ამის შემდგომ “სპორტული სიარული” მისთვის ერთგვარ სანაძლეოდაც იქცცა.მოგვიანებით მიემგზავრება ევროპაში და იწყებს ფეხით მოგზაურობას.ამ მოგზაურობას მან 8 წელიწადი მოანდომა და მრავალი შეჯიბრებაც მოიგო “სპორტულ სიარულში”.მას იმდენად გაუვარდა სახელი ხალხში,რომ ედვარდის სანახავად უამრავი ადამიანი მიისწრაფვოდა.69 წლის ასაკში იგი ბრუნდება ამერიკაში და ყველაზე ცნობილმა “ფეხით მოსიარულემ”,ნიუ-იორკიდან – სან-ფრანცისკომდე მანძილი 104 დღის განმავლობაში დაფარა და საერთო ჯამში 6500 კილომეტრი გაიარა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ 70 წლის ასაკში ფეხით სან-ფრანცისკოდან უკანვე ნიუ-იორკამდე დაბრუნებას “სპორტული სიარულით” 77 დღე მოანდომა.ეს საოცარი ადამიანი გარდაიცვალა 90 წლის ასაკში და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე,წელს ქვემოთ მოწყდა,თუმცა ესეც უბედური შემთხვევის შედეგად,მაშინ როდესაც 88 წლის ასაკში ნიუ-იორკში ტაქსი დაეჯახა და დააინვალიდა იგი.ედვარდ უეტსენი ფუძემდებელი გახლდათ სრულიად ახალი სპორტული სახეობისა,რომელსაც დღეს “სპორტულ სიარულს” ვუწოდებთ და ეს სახეობა სპორტისა “ოლიმპიური თამაშების” განუყოფელ ნაწილადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)