“პირველი ბორტგამცილებელი” – ჰელენ ჩერჩი
1930 წელს ამერიკის შეერთებული შტატებში წარმოიშვა იდეა იმისა, რომ თვითმფრინავებში აეყვანათ ლამაზი გარეგნობის, ფიზიკურად გამხდარი მანდილოსნები – “ბორტგამცილებლებად”. ეს კი ერთგვარი რეკლამა გახლდათ ამა თუ იმ ავიაკომპანიისათვის.ამასთანავე ასეთ იდეას მეორე დადებითი მოვლენაც ახლდა თან,რადგან ბორტგამცილებლის წონის – “თითოეულ კილოგრამს” დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პერიოდის თვითმფრინავებისათვის.სან-ფრანციკოელი მედიკოსი - ჰელენ ჩერჩი,რომელსაც დიდი სურვილი გააჩნდა პილოტაჟის შესწავლისა,მუშაობას იწყებს ავიაკომპანია – “Boeing Air Tranzit”-ში,რომელსაც დღესდღეობით “United Airline” ეწოდება.მოგვიანებით ჰელენი იღებს პილოტაჟის სერთიფიკატს და იწყებს ინოვაციურ სამსახურს – “თვითმფრინავის ბორტგამცილებლად”,იგივე სტიუარდესად. (ავტორი გენია.ჯი) მენეჯერთა აზრით ასეთი ინსტიტუტის შემოღება ავიაკომპანიებში თვითრეკლამისათვის შესანიშნავ მეთოდადაც იქცეოდა მომავალში და ის,რომ ჰელენი მედიკოსი გახლდათ,უფრო დიდ გავლენას მოახდენდა იმ მგზავრთათვის,რომელთაც თვითმფრინავით ფრენის დროს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ექმნებოდათ,რადგან თუ კი რომელიმე მგზავრს ფრენის დროს,რაიმე პრობლემა შეექმნებოდა,იქვე მყოფ მყოფ მედიკოსს მართლაც დიდი დანიშნულება ენიჭებოდა,ამიტომ ამ მხრივ ელენის კანდიდატურა შეუცვლელი გახლდათ და მენეჯერებმა იგი ოფიციალურად დაასაქმეს.მასვე დაევალა “სტიუარდესების” კონკურსისათვის თვალის დევნება და საუკეთესო პერსონალიების გამორჩევა.აღნიშნულ კონკურსზე კონკურსანტი უნდა ყოფილიყო 25 წლამდე ასაკის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა,წონით არა უმეტესს 52 კილოგრამისა.ხელფასი გამარჯვებული კანდიდატის 125 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.პირველი ფრენა ბორტგამცილებელ მანდილოსნებთან ერთად,რომელთაც ჰელენ ჩერჩი ხელმძღვანელობდა, ავიაკომპანიამ შეასრულა 1930 წლის 15 მაისს,რეისი: სან-ფრანცისკო – შაიენი. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის ფაქტიც,რომ სტიუარდესების ოფიციალურ მოვალეობებში იმ დროისათვის შედიოდა შემდეგი უცნაური მოთხოვნები,მაგალითად ისეთები,როგორებიც იყო: საათის გასწორება პილოტის კაბინაში,ბუზების კვლა სალონში,ბარგის ტარება,ავზების შევსება თვითმფრინავში და სხვა ანალოგიური მოქმედებები.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰელენ ჩერჩი მუშაობდა ეგრეთწოდებულ “სამედიცინო თვითმფრინავებში”,რომელთაც დაჭრილების გადაყვანა ევალებოდათ.დღესდღეობით ქალაქ კრესკოში მდებარე აეროპორტ ჰელენ ჩერჩის სახელის მატარებელი აეროპორტია.ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო,პირველ სტიუარდესად ავიაკომპანიების ისტორიაში მიჩნეულია ამერიკელი მედიკოსი – ელენ ჩერჩი,რომელიც გარდაიცვალა 1965 წლის 22 ივნისს აიოვაში,თუმცა მისი სახელი ყოველთვის დარჩება ავიაციის ისტორიაში,როგორც პირველი “ქალი სტიუარდესა”. (ავტორი გენია.ჯი)
ჰელენ ჩერჩი და პირველი ჯგუფი “სტიუარდესებისა” – 1930 წლის 15 მაისი