ლეიფ ერიკსონი – “ეპიზოდი”
ლეიფ ერიკსონი - ზედსახელად “ბედნიერი” (970-1020 წლები) – გახლდათ ისლანდიელი მეზღვაური და ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ისლანდიელი ვიკინგის – ერიკ წითურის ვაჟი,რომელიც ამასთანავე გახლდათ გრენლანდიის მმართველი.როგორც ცნობილია გრენლანდია სწორედ ერიკ წითურის (950-1003 წლები) მიერ იქნა აღმოჩენილი X საუკუნეში.ლეიფ ერიკსონი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ მიზეზით,რომ მას მიიჩნევენ პირველ შესაძლო ევროპელად,რომელმაც აღმოაჩინა და ფეხი დაადგა ჩრდილოეთ ამერიკის მიწას,ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენამდე 500 წლით ადრე. (ავტორი გენია.ჯი) ამის შესახებ და მის მოგზაურობებზე ვგებულობთ ისლანდიური საგებიდან: “ერიკ წითურის საგა” და “გრენლანდიელთა საგა” (რომელიც დაწერილ იქნა XIII საუკუნეში,თუმცა ხელნაწერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა,რის შემდეგაც მისი შემორჩენილი ვერსიის მიხედვით დაწერილ იქნა მისი ასლი XIV საუკუნეში).აღნიშნულ მანუსკრიპტებში აღწერილ იქნა გრენლანდიის კოლონიზაცია ერიკ წითურის მიერ და მოგზაურობა მისი ვაჟების ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.ლეიფ ერიკსონის ოჯახი ნორვეგიიდან ისლანდიაში იქნა დევნილი და ისლანდიიდან კი იძულებული გახდნენ გრენლანდიისათვის შეეფარებინათ თავი.მიუხედავად ამისა მოგვიანებით ლეიფმა სავაჭრო ექსპედიცია მოაწყო ნორვეგიაში,სადაც იგი ქრისტიანად მოინათლა. (ავტორი გენია.ჯი) ისლანდიაში დაბრუნების შემდეგ იგი შეხვდა ბიარნი ჰერლიუფსონს,რომელმაც მას მოუთხრო მისი ერთ-ერთი მოგზაურობის შესახებ,რა დროსაც უცხო მიწის სანაპიროების კონტურები,თუმცა ამ მიწებზე ისინი არ გადასულან.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი ახალი ექსპედიციისა და ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტების თანახმად,დაახლოებით 1000 წელს ლეიფ ერიკსონი 35 მეზღვაურთან ერთად პირველი ევროპელი ხდება,რომელმაც აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი და ფეხი დადგა იმ დროისათვის უცნობ ამერიკულ მიწაზე.ლეიფისა და მისი ჯგუფის მიერ აღმოჩენილი იქნა სამი ამერიკული სანაპიროს ტერიტორიები: ჰელულანდი (ბაფინის მიწა,კანადის ტერიტორიის ნუნავუტის უდიდესი კუნძული,რომელიც მდებარეობს კანადის არქტიკულ არქიპელაგში),მარკლანდი (კანადის აღმოსავლეთით მდებარე ლაბრადორის ნახევარკუნძულის სანაპირო) და ვინლანდი (სახელწოდება ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიის ნაწილისა,თანამედროვე ნიუფაულენდის კუნძული კანადის ტერიტორიის).ისლანდიური ლეგენდების თანახმად ერიკ წითურმა და ლეიეფმა აღნიშნული მოგზაურობები მოაწყვეს “ბიარნის” თხზულებების თანახმად,სადაც ჰორიზონტზე გამოტანილ იქნა იმ პერიოდისათვის უცნობი მიწები.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ბიარნი ჰერლიუფსონის ნაშრომების თანახმად ამერიკის მიწა აღმოჩენილ იქნა ჯერ კიდევ მანამდე,ვიდრე მას ლეიფი აღმოაჩენდა,თუმცა იგი გახლდათ პირველი ევროპელი მოგზაური,რომელმაც მოაწყო სრულყოფილი ექსპედიცია ვინლანდის სანაპიროებზე და შეურჩია ამ ადგილებს სახელწოდებები.საგებიდან ცნობილი ხდება,რომ ლეიფს ამ ტერიტორიების კოლონიზაციის სურვილიც გააჩნდა,თუმცა ვერ შეძლო.სწორედ ლეიფისა და მასთან მყოფი ადამიანების მონათხრობების შედეგად დაიწერა: “საგა წითური ერიკისა” და “გრენლანდიელთა საგა”.მათ მიერ იქნა შექმნილი პირველი რუკა “ვინლანდისა”.ლეიფ ერიკსონის შემდეგ მოგზაურობა აღნიშნული მარშრუტით განახორციელა მისმა ძმამ ტორვალდმა,თუმცა წარუმატებლად,რადგან ამერიკის სანაპიროებზე გადასულ ექსპედიციაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ თავდასხმა განახორციელა და ყველა ექსპედიციის წევრი,თავიანთ მეთაურთან – ტორვალდთან ერთად მოკლულ იქნა.დღესდღეობითაც ამერიკის კონტინენტის აღმომჩენის შესახებ საერთო აზრი ჩამოყალიბებული არ არის. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური მონაცემებით ამერიკის აღმომჩენად მიჩნეულია ქრისტეფორე კოლუმბი,თუმცა ვერავინ უარყოფს იმ ფაქტებს,რაც ზემოთ აღნიშნულ საგებშია მოთხრობილი.ეს მით უფრო მაშინ,როდესაც ვინლანდის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა “ვიკინგების” სხვადასხვა აღჭურვილობები,რომელთა ასაკი ზუსტად ემთხვევა ლეიფ ერიკსონის მოგზაურობის პერიოდს ჩრდილოეთ ამერიკის მიწაზე.აღსანიშნავია,რომ ლეიფ ერიკსონის სახელი ეწოდა ისლანდიაში,კერძოდ ქალაქ კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტს.1887 წელს კი ამერიკის შეერთებულუ შტატების ქალაქ ბოსტონში,აღმართულ იქნა ლეიფ ერიკსონის ძეგლი და ამ შესანიშნავ ქვეყანაში ყოველი წლის 9 ოქტომბერს აღნიშნავენ ლეიფ ერიკსონის დღეს. (ავტორი გენია.ჯი)