წმინდა მამათა შეგონებანი…
1. იპოვე საკუთარი გულის კარი და მიხვდები,რომ ის ცათა სასუფევლის კარია – “წმინდა იოანე ოქროპირი”.
2. სიკვდილი არ მოგვიცდის მანამდე,სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით – “მიტროპოლიტი ფილარეტი”.
3. მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება,მაშინაც კი როცა განსჯის ნიჭი გაქვს – “ღირსი იოანე სინელი”.
4. ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს იმ აზრისა,რომ ჩვენ უკვე ღვთისნიერი ცხოვრებით ვცხოვრობთ – “წმინდა ბარსანუფი დიდი”. (ავტორი გენია.ჯი)
5. ყოველივე ღვთისგან მონიჭებული ბოროტად გვექცევა,თუ მისგან არა ღვთის,არამედ საკუთარ დიდებას ვეძიებთ – “მამა ანდრონიკე ლუკაში”.