სთილპონე მეგარელი
სთილპონე მეგარელი - დაიბადა დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 350 წელს.იგი გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეგარული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.თანამედროვე: თეოფრასტეს,დიოდორე კრონელისა და კრატეტ ფივანელისა.მისი ბიოგრაფიიდან საკმაოდ მცირე მასალები შემორჩა,ხოლო ნამუშევრებიდან კი თითქმის საერთოდ არაფერი.მიუხედავად ამისა სხვადასხვა ავტორებისაგან ვგებულობთ,რომ მის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენდა ლოგიკა და დიალექტიკა. (ავტორი გენია.ჯი) ეთიკური თვალსაზრისით კი მისი შეხედულებები ახლოს იდგა სტოიკებისა და კინიკების ფილოსოფიურ შეხედულებებთან.როგორც ცნობილია სთილპონე აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც და მისი მოსწავლეები გახლდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ: გამოცენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი – ფილონ დიალექტიკი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნის დასასრული და III საუკუნის დასაწყისი) და დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი,ერეთრიული სკოლის დამაარსებელი – მენედემე ერეთრიელი (ძვ.წ.აღ-ით 345-261 წლები).გარდა იმისა,რომ მას ასეთი ცნობილი მოსწავლეები ჰყავდა,მის ლექციებს ესწრებოდა სტორიკური სკოლის დამაარსებელი და დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – ზენონ კიტიელი (ძვ.წ.აღ-ით 346-264 წლები).ძველანტიკური ფილოსოფიის ისტორიკოსის – დიოგენე ლაერთელის თანახმად სთილპონე მეგარელს დაწერილი ჰქონდა ცხრა დიალოგი,რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.სთილპონე მეგარელი გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 280 წელს.მისმა მოსწავლეებმა კი უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ფილოსოფიური მეცნიერებების განვითარებასა და განვრცობაში. (ავტორი გენია.ჯი)