“ჯოჰეს ორდენი”
“ჯოჰეს ორდენი” - მას ასევე უწოდებენ: “ჯოჰეს – კორეიული ბუდიზმის ორდენს”,გახლავთ რელიგიური ბუდისტური ორდენი კორეიისა,რომელიც დაარსებულ იქნა დაახლოებით 1200 წლის წინათ და გავრცელებულ იქნა კორეის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო სილაში.“ჩან-ბუდიზმი” (ერთ-ერთი ბუდისტური სკოლა ჩინეთისა,დაარსებული V-VI საუკუნეებში) ტუის მიერ იქნა შეტანილი კორეაში,ჩინეთის სახელმწიფოდან.826 წელს 9 ჩან-ბუდისტური სკოლა,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “კუ-სანს” (იგივე ცხრა მთას),რომელთა თითოეულის სახელი გახლდათ: სილსანსანი,ტონისანი,კაჯისანი,საგულსანი,სონჯუსანი,საჯასანი,ჰიანსანი,პონიმსანი და სუმისანი,საბოლოო ჯამში გაერთიანებულ იქნა და ჩამოყალიბდა “ჯოჰეს ორდენად”. (ავტორი გენია.ჯი) სახელწოდება კი მან მიიღო იმ მთისა,რომელზეც ცხოვრობდა პატრიარქი ჩინური “ჩან-ბუდიზმისა” – ხუეინი (638-713 წლები).”ჯოჰეს ორდენი” ვითარდებოდა და ვრცელდებოდა კორეაში,სხვადასხვა დინასტიების მმართველობების პერიოდებში.ბუდისტი განმანათლებელი ტეგო (1301-1382 წლები),რომელიც მოგზაურობდა ჩინეთში,სამშობლოში დაბრუნების შემდგომ 1346 წელს,აერთიანებს კორეაში აბსოლუტურად ყველა ჩან-ბუდისტურ სკოლას და აარსებს “ჯოჰეს ორდენს”.განსაკუთრებული პრივილეგიები და განვრცობა ამ სკოლამ მოიპოვა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მმართველი (1392-1910 წლები) – ჯოსონის დინასტიისას (რომლის საფუძველიც ჩაყრილ იქნა ლი სონ ჰე-ს მიერ).500 წლის წინად ბუდისტურმა რელიგიამ კორეაში პოზიციების დათმობა დაიწყო კონფუციანიზმთან,თუმცა მიუხედავად პოზიციების დათმობისა,მას განვითარება და განვრცობა არ შეუწყვრტია და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადგილობრივთა რელიგიურ შეხედულებებზე. (ავტორი გენია.ჯი) 1962 წლის 11 აპრილს “ჯოჰეს ორდენი” იღებს განვითარების სამ მიმართულებას,ეს მიმართულებებია: “სწავლება მორჩილთათვის”,”თარგმნა წმინდა ტექსტებისა” და “განვრცობა ბუდიზმისა მოსახლეობაში”.განსაკუთრებულად არასასიამოვნო ურთიერთობა ხელისუფლებასთან “ჯოჰეს ორდენს” მოუწია – ლი მიონ ბაკის მთავრობასთან (კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი),რადგან სახელმწიფო ფინანსური დახმარებები ბუდისტური რელიგიისათვის,ძალიან იქნა შემცირებული.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ “ბუდას დაბადების დღე”,ოფიციალურად არ იქნა აღიარებული სახელმწიფოს მიერ საქვეყნო დღესასწაულად,რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია “ჯოჰეს ორდენის” მიმდევრებში.მიუხედავას უამრავი სირთულეებისა “ჯოჰეს ორდენი” დღესაც არსებობს კორეაში,თუმცა საკამაოდ შემცირებული პრივილეგიებით სახელმწიფოსაგან. (ავტორი გენია.ჯი)