“დამაკვირდი”
1. „მიჰყევი შენს აზრს და ის – სიტყვად იქცევა.
მიჰყევი შენს სიტყვას და ის – საქციელად იქცევა.
მიჰყევი შენს საქციელს და ის – ჩვეულებად იქცევა.
მიჰყევი შენს ჩვეულებას და ის – შენს ხასიათად იქცევა.
მიჰყევი შენს ხასიათს და ის – შენს ბედს განსაზღვრავს…”
* * *
2. „მას შემდეგ, რაც სიტყვა გამოიგონეს, ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით”. – ჰენრიკ იაგოძინსკი
* * *
3. „მეგობრობა არც თუ ისე სუსტი ცეცხლია, რომ იგი ნიავმა ჩააქროს”. – იოჰან შილერი
* * *
4. „სიკვდილი ძალიან მარტივი და სწრაფი მოვლენაა, სიცოცხლე კი ბევრად რთული და საპასუხისმგებლო”. – ლიონ ფაიხტვანგერი
* * *
5. „გულმა ყოველთვის შეიძლება ჭკუა შეგმატოს, თუმცა ჭკუას არასოდეს შეუძლია გული გაგიდიდოს”. – ანატოლ ფრანსი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „რაღა თქმა უნდა, ყივილით ყოველთვის მამალი ჰყივის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კვერცხს მხოლოდ დედალი დებს”. – მარგარეტ ტეტჩერი
* * *
7. „არაფერი არსებობს იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენი გამოცდილებაა”. – უოლტერ სკოტი
* * *
8. „ადამიანს რომ მისი ცხოვრების პროგნოზირება შეძლებოდა, მაშინ ცხოვრება აუცილებლად დაჰკარგავდა საკუთარ ხიბლს”. – ელეონორა რუზველტი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. „გიყვარდეს ვინმე სიგიჟემდე – ეს ნიშნავს იმას, საკუთარი თავი დაჰკარგო”. – ჟან ჟაკ რუსო
* * *
10. „მე არ ვმღერი ყველასათვის, მე თითოეულს ვუმღერი”. – ედიტ პიაფი