კუმაი
კუმაი (ასევე მოიხსენიებენ, როგორც – “ჰიმალაური გრიფი” და “თოვლის გრიფი”) – გახლავთ შავარდნისებრთა ოჯახის მტაცებელი ფრინველი.მისი წონა 8 კილოგრამიდან – 12 კილოგრამამდეა,სიგრძით 1,5 მეტრამდე,ხოლო გაშლილი ფრთის სიგრძე 3,1 მეტრამდე აქვს.ისინი ბინადრობენ ზღვის დონიდან 2000 მეტრიდან – 5000 მეტრს სიმაღლის მთებში და გავრცელებული არიან: ჰიმალაის მთებში,მონგოლეთში,ტიბეტში,სიანის მთათა სისტემაში,პამირის მთებში,მთათა სისტემა ტიან-შანზე,ყაზახეთისა და ჩინეთის მთებში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ასრულებენ ვერტიკალურ სეზონურ მიგრაციებს,მაგალითად ზამთრის პერიოდში ისინი უფლო დაბლა სიმაღლეებზე ჩამოდიან.იკვებებიან როგორც მცირე ზომის ცხოველებით,ასევე ქვეწარმავლებით,ფრინველებითა და ლეშით.აღსანიშნავია,რომ ამ ფრინველს სხვადასხვა ტერიტორიებზე სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ,მაგალითად პამირში მას “აკ-კალჯირად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) საკვების მოსაპოვებლად ძირითადად დაბალ მთებში ჩამოდის და აქტიური მონადირეც გახლავთ,ამასთან ერთად იგი სკმაოდ ფრთხილი ფრინველიცაა.ბუდეებს კლდის ნიშეებში იკეთებენ და ბუდობენ ან წყვილებად ან კიდევ კოლონიებედაც კი.ბუდობა 6 თვიდან 7 თვემდე გრძელდება და დებენ 4-დან 5 კვერცხამდე.”კუმაი” მასიურად ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ ჩინეთში,ტიბეტში – ჰიმალაის მთებში. (ავტორი გენია.ჯი)