აშ-შირაზი
მაჰმუდ იბნ მასუდ ქუთბ ად-დინ აშ-შირაზი - დაიბადა 1236 წელს შირაზში (ქალაქი თანამედროვე ირანის სამხრეთით,ფარსის პროვინცია).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი სპარსი ასტრონომი,ფილოსოფოსი,ექიმი და მათემატიკოსი.მისი მასწავლებელს წარმოადგენდა,ასევე დიდი სპარსი მათემატიკოსი და ასტრონომი – ნასირ ად-დინ ატ-ტუსი (1201-1274 წლები) და აქვე აღსანიშნავია,რომ აშ-შირაზი მისი საუკეთესო მოსწავლე იყო,მათ შორის ვისთვისაც მას განათლება მიუცია.ასევე ცნობილი ფაქტია,რომ აშ-შირაზის საგანმანათლებლო ავტორიტეტი არა ნაკლები იყო,თავად მისი დიდი მასწავლებლის ავტორიტეტზე. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენამ კი მატ შორის ერთგვარი უკმაყოფილების ბზარი გააჩინა და ატ-ტუსი მიემგზავრება ქალაქიდან.აშ-შირაზი მოსამართლედ მუშაობდა სხვადასხვა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქებში.მოგვიანებით მოღვაწეობას იწყებს დიპლომატიურ სამსახურში.მონგოლი ილჰანის აჰმედ თეკუდერას (1247-1284 წლები) მიერ მივლინებული იქნა ეგვიპტეში,სადაც მან წარმატებით გაართვა თავი დიპლომატიურ მისიას,რის შემდეგაც ბრუნდება თავზირში.დაბრუნების შემდგომ კი სათავეში უდგება – მერაგის ობსერვატორიას და იგი ხდება მემკვიდრე ატ-ტუსის მერაგინული ობსერვატორიისა.აღნიშნულ ობსერვატორიაში მუშაობდნენ იმ დროისათვის ისეთი ცნობილი დიდი მათემატიკოსები,მეცნიერები და ასტრონომები,როგორებიც იყვნენ: ან-ნაისაბური და ალ-ფარისი. (ავტორი გენია.ჯი) აშ-შირაზის კალამს ეკუთვნის ენციკლობედიური ნაშრომი: “მარგალიტი გვირგვინისა – დიბაჯას მოსართავად”,მასვე ეკუთვნის კომენტარები,ძველბერძენი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის ნიკომაქე გერასელის ნაშრომზე – “მათემატიკაზე”.იგი არის ავტორი სხვადსხვა ტრაქტატებისა.ამასთანავე აშ-შირაზი რწმენით გახლდათ “სუფიზმის” მიმდევარი (წარმოადგენს ისლამის შინაგან,მისტიკურ,ფსიქო-სულიერ განწყობილებას,რომლის მიმდევარსაც მოიხსენიებენ,როგორც – სუფი).აშ-შირაზის ნაშრომებმა დიდი როლი ითამაშა მათემატიკისა და ასტრონომიის მეცნიერებების განვითარება-დახვეწაში და სწორედ ამიტომაც მოიხსენიებენ,როგორც ერთ-ერთი უდიდესი სპარსი სწავლული.აშ-შირაზი გარდაიცვალა 1311 წელს ირანის ქალაქ თავზირში. (ავტორი გენია.ჯი)