სოკრატე – “ეპიზოდი”
გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი - სოკრატე,მიიჩნევდა,რომ ბრძენი და გონიერი ადამიანები ინსტიქტურად ეწეოდნენ მოკრძალებული ცხოვრების წესს.იგი თავადაც იმდენად მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა,რომ ფეხსაცმელსაც კი არ ატარებდა,დღესასწაულების გარდა.მიუხედავად ამისა,სოკრატე ხშირი და შეიძლება ითქვას მუდმივი სტუმარიც კი იყო ბაზრობებისა,სადაც ათასი სახის დანიშნულების ნივთი თუ პროდუქტი იყიდებოდა.სოკრატეს ასეთი საქციელი კი მისი ერთ-ერთი მეგობრის გაოცებას იწვევდა და ერთ დღესაც მან დიდ ფილოსოფოსს ჰკითხა,თუ რატომ დადიოდა ბაზარში მაშინ,როდესაც იგი იქ არაფერს ჰყიდულობდა.შეკითხვაზე სოკრატემ მეგობარს შემდეგი პასუხი გასცა:
” – თქვენ აბსოლუტურად სწორი შეკითხვა დამისვით,იმის შესახებ თუ რატომ დავდივარ ბაზარში მაშინ,როდესაც იქ არაფერს ვყიდულობ.გულწრფელად გეტყვი,რომ ბაზარში სიარული ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს,რადგან ყოველდღიურად ვრწმუნდები იმაში,თუ რამდენი ნივთი და საგანი არსებობს ამ სამყაროში ისეთი,რომელთა გარეშე ცხოვრება სასიამოვნოა და რომელთა გარეშეც თავს შესანიშნავად ვგრძნობ!” (ავტორი გენია.ჯი)