იუკიო მისიმა – “ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა იაპონელმა მწერალმა,პოეტმა და დრამატურგმა - იუკიო მისიმამ (1925-1970 წლები),რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ – კიმიტაკე ჰირაოკა,უდიდესი კვალი დაამჩნია იაპონურ ლიტერატურას.მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებია: “ოქროს ტაძარი”,”ანგელოზის დაცემა”,”კიოკოს სახლი” და სხვა ნაწარმოებები,თუმცა მსოფლიო აღიარება მას არგუნა ნაწარმოებებმა: “შუა საუკუნეების მანიაკი მკვლელის დღიური”,”მარკიზ დე სადი” და “ჩემი მეგობარი ჰიტლერი”.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი არაერთხელ იქნა წარდგენილი “ნობელის პრემიაზე”,თუმცა მას აღნიშნული პრემია არ მინიჭებია.ლიტერატურული შემოქმედების დიდების ზენიტში ყოფნის,45 წლის ასაკში – 1970 წლის 25 ნოემბერს ოფიციალური მიწვევით მეგობარ მორიტასთან და სამ თანმხლებ პირთან (“საზოგადოება ფარი”-ს წევრები) ერთად ეწვია იაპონიის სახმელეთო ჯარების ნაწილს,რომელიც განლაგებული იყო იტიგაიაში.ბაზაში ვიზიტის დროს მოხდა საოცარი ფაქტი: მან მძევლად აიყვანა ბაზის მეთაური და მისი კაბინეტის აივნიდან ჯარისკაცებს მიმართა,მოეხდინათ სამხედრო გადატრიალება,რაც რა თქმა უნდა ვერ განახორციელა და რიტუალური თვითმკვლელობის “ჰარაკირის” რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ,მის მეგობარს მორიტას გადასცა ხმალი – კოგე და თხოვა მისთვის თავი მოეკვეთა,რაც მეგობარმა აღასრულა კიდეც.მალევე გაირკვა,რომ მწერალს აღნიშნულ აქტამდე ჩადენის წინ,იმავე დილით 25 ნოემბერს გადაუცია თავისი რედაქტორისათვის – ტიკაკო კოძიმასათვის დასაბეჭდად ახლად დასრულებული რომანი: “ანგელოზის დაცემა”,რომელიც მისი შემოქმედების უკანასკნელ ნაწარმოებად იქცა.1988 წელს იაპონიაში მწერლის სამახსოვროდ,გამომცემლობა “სინტიოსია”-მ დააარსა ლიტერატურული ჯილდო,სახელწოდებით – ”იუკიო მისიმას სახელობის პრემია”,რომლის ნომინანტობაც დიდ პატივად არის მიჩნეული იაპონელ მწერალთა და ხელოვანთა წრეებში. (ავტორი გენია.ჯი)