მერაბ კოსტავას შესახებ…
საქართველოს ეროვნულ გმირს,დისიდენტს და დიდ ქართველს მამულიშვილ - მერაბ კოსტავას (1939-1989 წლები),მაშინ როდესაც იგი სასჯელს იხდიდა ციმბირის კოლონიაში,1985 წლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად,რომელიც შედგენილ იქნა ციმბირის IX კოლონიის ერთ-ერთი რაზმეულის უფროსის მიერ,ზემდგომებისადმი დაწერილ პატაკში მერაბ კოსტავას ასე ახასიათებდა:
“გულჩათხრობილი და ამაყია,სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას.ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და მიიჩნევს,რომ მას ყველაფერი მოუწყვეს განსხვავებული შეხედულებისა და რწმენის გამო.ამბობს,რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია.მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ეროვნული ნიშნები.კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს,რომლითაც ნათესავები ამარაგებენ.მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან,კითხულობს ქართულ ლიტერატურას და საუბრობს მხოლოდ ქართულად”… (ავტორი გენია.ჯი)