“დიპლომატია”
“დიპლომატია” - წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან “diploma”.ასე უწოდებდნენ ძველ საბერძნეთში ორ შეტყუპებულ ფიცარს,ან დაფებს ტექსტებით.დღევანდელი გაგებით მას შეიძლება ვუწოდოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,ინსტრუქცია ან დიპლომატიურ ენაზე “რწმუნების სიგელი”.ძველ საბერძნეთში ელჩებს,რომლებსაც აგზავნიდნენ დიპლომატირური მისიის შესასრულებლად ატანდნენ დაფებს,რომლითაც განისაზღვრებოდა წარგზავნილის უფლებამოსილება.დიპლომს წარგზავნილი ელჩი გადასცემდა მასპინძელი ქალაქის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელს. (ავტორი გენია.ჯი) ”დიპლომატია”,როგორც სახელმწიფოს საგარეო საქმიანობის განმსაზღვრელი სიტყვა,მე-XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე შემოვიდა ხმარებაში,როდესაც გაჩნდა მუდმივმოქმედი სახელმწიფო დიპლომატიური წარმომადგენლობები.სახელმწიფო ორგანოებში ისეთი სამსახურები ჩამოყალიბდა,რომელთაც დავალებული ჰქონდათ საზღვარგარეთის ქვეყნებთან მიმოწერისა და ურთიერთობების წარმოება,უცხო სახელმწიფოთა ელჩების და დელეგაციების მიღება,მოლაპარაკებების გამართვა.სიტყვა “დიპლომატია” პირველად მოხსენიებული იყო საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV-ის სახელგანთქმული ელჩის – ფრანსუა კალიერის მიერ 1716 წელს გამოქვეყნებულ წიგნში სახელწოდებით: “სახელმწიფოებთან მოლაპარაკებათა წარმოების მეთოდები”.სიტყვა დიპლომატის განსაზღვრება ერთი ფრაზით ან წინადადებით შეუძლებელია.ცნობილი მკვლევარები,დიპლომატები,სახელმწიფო მოღვაწეები სიტყვა “დიპლომატიას” სხვადასხვა განსაზღვრებას აძლევენ,მაგრამ ისინი თითქმის ერთნი არიან იმაში,რომ დიპლომატია არის სახელმწიფოს მეთაურთა,მთავრობატა და საგარეო ურთიერთობათა დარგში მომუშავე სპეციალურ ორგანოთა მოღვაწეობა,აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა. (ავტორი გენია.ჯი) ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი (Oxsford England Dictionary) ასეთ განმარტებას აძლევს “დიპლომატიას” – მოლაპარაკებათა გზით საერთაშორისო ურთიერთობათა წარმოება.სახელოვანი ფრანგი დიპლომატი ჟან კამბონი,რომელიც საფრანგეთის ელჩი გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში,ესპანეთსა და გერმანიაში,თავის წიგნში “დიპლომატი” აღნიშნავს,რომ დიპლომატია არის მოლაპარაკებათა წარმოების ხელოვნება და ხელშეკრულებათა დადება.თანამედროვე ცხოვრებაში ყველაზე ფართო განმარტება,რასაც სპეციალისტები აძლევენ “დიპლომატიას” არის შემდეგი: საერთაშორისო ურთიერთობების დარგში სახელმწიფო მეთაურების,მთავრობების,საგარეო უწყებების,დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ მოლაპარაკებათა წარმოების ხელოვნება,ხელშეკრულებების დადება,მშვიდობიანი გზით საკამათო საკითხების მოწესრიგება,ქვეყნის ინტერესების და საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა. (ავტორი გენია.ჯი)