დოღის ისტორიიდან…
მართლაც უიშვიათესი ფაქტი დაფიქსირდა 1923 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე საცხენოსნო დოღის დროს.ერთ-ერთ მონაწილე ჟოკეის – ფრენკ ჰეიზს,შეჯიბრის ბოლო ეტაპზე დაემართა გულის შეტევა – “ინფარქტი”,რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.შეჯიბრი კი გამარჯვებით დაასრულა სწორედ გარდაცვლილი ფრენკ ჰეიზის ცხენმა,რომელმაც გარდაცვლილი ჟოკეის ცხედარი პირველმა გაიყვანა ფინიშის ხაზზე.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ ამ დოღში მონაწილე გამარჯვებული ცხენი ერთ-ერთ აუტსაიდერად იყო მიჩნეული,რომელზეც ფსონები 20:1-ზე იყო შეფარდებული.ასეთი ფაქტი არც მანამდე ჩატარებულ დოღის ისტორიაში და არც შემდგომში აღარ დაფიქსირებულა. (ავტორი გენია.ჯი)