“ჯონ ჰარვარდის – სამმაგი ტყუილის ქანდაკება”
ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის “ჰარვარდის” (რომელიც დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს ქალაქ კემბრიჯში – მასაჩუსეტსის შტატი),წინ დგას ქანდაკება ცნობილი ინგლისელი მისიონერის – ჯონ ჰარვარდისა (1607-1638 წლები),რომლის სახელსაც ატარებს აღნიშნული უნივერსიტეტი.ქანდაკება სადაც ჯონ ჰარვარდი მჯდომარე მდგომარეობაშია გამოყვანილი,გაკეთებულია დაფაზე წარწერა,რომელზეც იკითხება: “ჯონ ჰარვარდი,დამაარსებელი,1638 წელი”.იგი შექმნილ იქნა ამერიკელი მოქანდაკის – დანიელ ფრენჩის მიერ.მიუხედავად ამისა,”ჰარვარდის უნივერსიტეტის” სტუდენტები დღემდე,აღნიშნულ ქანდაკებას ირონიით – “სამმაგი ტყუილის ქანდაკებას” უწოდებენ.მიზეზი კი ამისა,გახლავთ ის,რომ მამაკაცი,რომელიც გამოსახულია ქანდაკებაზე არ გახლავთ – ჯონ ჰარვარდი,იგი გახლავთ ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი – ჰერმან შორი (რომელიც მოქანდაკემ გამოიყენა ჯონ ჰარვარდის სახედ,შერჩევითი პრინციპით). (ავტორი გენია.ჯი) მეორე მიზეზი,იმიტომ რომ: ჯონ ჰარვარდი არ ყოფილა ამ უნივერსიტეტის დამაარსებელი და უნივერსიტეტს მისი სახელი ეწოდა იმის გამო,რომ სიკვდილის შემდგომ უანდერძა საკუთარი ბიბლიოთეკა და ფინანსები ამ სასწავლო დაწესებულებას.მესამე მიზეზი კი რის გამოც ამ ქანდაკებას “სამმაგი ტყუილის ქანდაკებას” უწოდებენ გახლავთ ის,რომ უნივერსიტეტი დაარსებულ იქნა ორი წლით ადრე,ვიდრე დაფაზეა გამოსახული თარიღი (1638 წელი),როგორც ცნობილია იგი დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს. (ავტორი გენია.ჯი)