ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ეპიზოდი”
გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტი - ვინსენტ ვილემ ვან გოგი (1853-1890 წლები),რომელიც თავისი უცნაური ხასიათის გამოირჩეოდა,ცხოვრების ბოლო წლებში დიდ დეპრესიასა და გამოუვალ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.მიუხედავად იმისა,რომ ყოველი პრობლემის წინაშე,რაც კი მას შეემთხვეოდა გვერდიდან არ სცილდებოდა საკუთარი ღვიძლი ძმა თეო ვან გოგი,იგი მაინც ყოვლად უიმედო და განწირულ ადამიანად მიიჩნევდა საკუთარ თავს და კიდევ უფრო ღიზიანდებოდა იმით,რომ ძმას იგი ტვირთად აწვა,ამიტომ 1890 წლის 27 ივლისს ოვერ-სიუ-უაზში (საფრანგეთის მუნიციპალიტეტი,ილ-დე-ფრანსის რეგიონი) თვითმკვლელობის მიზნით პისტოლეტიდან გულის არეში გაისროლა (აღნიშნული იარაღი მან შეიძინა ჩიტების დასაფრთხობად,მაშინ როდესაც მას ისინი ხელს უშლიდნენ “პლენერზე” – “სუფთა ჰაერზე” მუშაობისას). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ჭრილობისა ვინსენტ ვან გოგი საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში,სადაც 29 საათის შემდეგ გარდაიცვალა “სისხლის დაკარგვის” შედეგად 1890 წლის 29 ივლისს ღამის 2:30 წუთზე.ამ ვერსიის გარდა ამერიკელმა ისტორიკოსებმა – სტივენ ნაიფეკმა და გრიგორ უაიტმა წამოაყენეს ალტერნატიული ვერსია მხატვრის გარდაცვალებისა,თითქოსდა იგი მოკლულ იქნა ვინმე მოზარდის მიერ,რომელიც ვან გოგის ხშირი “კომპანიონი” გახლდათ “სასმელი დაწესებულებისა”.როგორც მისი ძმა თეო იგონებდა (რომელიც თავზე ადგა მომაკვდავ ძმას),მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “სევდა გაგრძელდება სამუდამოდ”.სწორედ თეომ შეაგროვა ვინსენტ ვილჰელმ ვან გოგის ყველა ნამუშევრები,ხოლო საჯაროდ მისი გაცნობა საზოგადოებისათვის თეოს მეუღლის უდიდესი დამსახურებაა. (ავტორი გენია.ჯი)