ზაქარია ფალიაშვილი – “ეპიზოდი”
გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის -ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წლები) დიდებული ქმნილება, ოპერა – “დაისი” (რომლის პრემიერაც თბილისში შედგა 1923 წლის 23 დეკემბერს), დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პირველად დაიდგა სცენაზე.იმ დროს დიდი კომპოზიტორი თბილისის კონსერვატორიის რექტორი გახლდათ. პროლეტარ მუსიკოსთა რევოლუციურმა ასიციაციამ, აღნიშნული ოპერის რეპერტუარიდან მოხსნა მოითხოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ, თურმე “დაისი” ანტირევოლუციური ჟანრის ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ალბათ მათ მართლაც მიხვდნენ, თუ რაოდენ დიდი ეროვნული სულისკვეთება გამოსჭვიოდა ზაქარია ფალიაშვილის მიერ დაწერილ გენიალურ ოპერაში. (ავტორი გენია.ჯი) “დაისის” საკითხის გასარკვევად შეიქმნა საგანგებო კომისია და ერთ-ერთ სხდომაზე კომპოზიტორებმა დაიწყეს მსჯელობა მის შესახებ. საბჭოს განხილვის ხელმძღვანელად დანიშნულ იქნა ასევე დიდი ქართველი კომპოზიტორი და ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი – ვიქტორ დოლიძე (1890-1933 წლები), რომელიც თავის მხრივ, “ქეთოს და კოტეს” ოპერის ავტორიც გახლდათ. კომისიის საბოლოო სხდომაზე ვიქტორ დოლიძემ დამსწრეთ მიუგო – “არ ვიცი, ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ თქვენ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენო”. რაც მართლაც სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა შემდგომში. (ავტორი გენია.ჯი)