ემა ჰამილტონის ბიოგრაფიიდან…
ემა ჰამილტონი - იგივე “ლედი ჰამილტონი” (1756-1815 წლები),ნამდვილი სახელი ემა ლიონი,გახლდათ,ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმირალის,ინგლისის ფლოტის ისტორიაში და “ტრაფალგარის ბრძოლის” გმირის - ჰორაციო ნელსონის (1758-1805 წლები) მეგობარი ქალი.ემა ჰამილტონმა ისტორიაში თავი დაიმკვიდრა თავისი სკანდალური და სასიყვარულო ინტრიგული ურთიერთობებით,რომელზეც იმ პერიოდისათვის მთელმა ევროპამ შეიტყო. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლდათ ულამაზესი მანდილოსანი და ამასთანავე შესანიშნავი მხატვარი,რომელიც XVIII საუკუნის ბოლოსათვის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის ქვეყნებში.1791 წელს დაქორწინდა საკუთარ ბიძაზე – უილიამ ჰამილტონზე (გვარიც აქედან შეიცვალა),რითიც დიდი სკანდალი გამოიწვია ინგლისელ არისტოკრატებში.როგორც ხელოვნების ისტორიკოსი – უილრიკ იტერსჰაგენი წერდა,ემა ჰამილტონის XVIII საუკუნის დროინდელი პოპულარობა,შესაძლოა მივიჩნიოდ XX საუკუნის მერლინ მონროს პოპულარობის თანასწორად.ემა გარდა იმისა,რომ სკანდალური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა,აქტიურად იყო ჩრათული სამხატვრო ხელოვნებაშიც და ხატავდა ცოცხალ ნატურებს.მისი ხელოვნების მოტრფიალეებს შორის იყო დიდი გერმანელი მწერალი და პოეტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე.ემა ჰამილტონის სილამაზე საკუთარ პორტრეტებში ასახეს დიდმა ინგლისელმა მხატვარ-პორტრეტისტმა ჯორჯ რომნიმ (1734-1802 წლები),გამოჩენილმა გერმანელმა მხატვარმა ანჟელიკა კაუფმანმა (1741-1807 წლები),ცნობილმა გერმანელმა მხატვარმა – იოჰან ჰენრიხ ვილჰელმ ტიშბეინმა (1751-1829 წლები) და სხვა ხელოვანებმა.იგი დაუმეგობრდა დედოფალ -მარია კაროლინა ავსტრიელს და მის მეუღლეს,ნეაპოლის მეფეს ფერდინანდ IV ნეაპოლელს.სწორედ დედოფალ მარიას მეშვეობით გაიცნო მან ჰორაციო ნელსონი,რომელთანაც 1798 წლიდან “დამეგობრდა”.1801 წელს მას ჰორაციოსაგან შეეძინა ქალიშვილი.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ მათი სიყვარულის ისტორია საქვეყნოდ ცნობილი იყო,თუმცა როდესაც ტრაფალგარის ბრძოლაში 1805 წლის 21 ოქტომბერს ჰორაციო ნელსონი გარდაიცვალა,ემა დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მეუღლის სერ ჰამილტონის მიერ დატოვებული ქონება მას განიავებული ჰქონდა და უკვე 1813 წელს დიდ ვალებში იყო ჩავარდნილი.ამ მიზეზთა გამო და იმ იმედით,რომ ჰორაციო ნელსონი ინგლისის ეროვნული გმირი გახლდათ (რაც მთელმა ბრიტანეთმა იცოდა),თხოვნით მიმართა დიდი ბრიტანეთის მთავრობას,მისთვის ფინანსური დახმარება აღმოეჩინათ,თუმცა იგი პასუხის ღირსადაც კი არ მიიჩნიეს.სკანდალური ცხოვრებით ცნობილი ემა ჰამილტონი გარდაიცვალა ღვიძლის ცეროზის შედეგად 1815 წლის 15 იანვარს საფრანგეთის ქალაქ კალეში,სადაც იგი მევალეებსა და კრედიტორებს ემალებოდა.მდიდარი თავგადასავლები და სკანდალური ისტორიები ემა ჰამილტონისა აღწერილ იქნა მრავალ ნაწარმოებსა თუ პიესებში,მაგალითად ალექსანდრე დიუმას რომანში: “ფავორიტის აღსარება”,ჰენრი შუმახერის – “ცხოვრება და სიყვარული ლედი ჰამილტონისა”,სიუზენ ზონტაგის – “ვულკანის საყვარელი” და სხვა მწერლების ნაწარმოებებში.მისი ისტორიის შედეგად გადაღებული იქნა ფილმებიც,მაგალითად: რიჩარდ ოსვალდის ფილმი “ლედი ჰამილტონი”,ჯეიმზ სალან ჯონსის – “ნელსონის სიყვარული” და სხვა ფილმები. (ავტორი გენია.ჯი)