“სემირამიდა”

“სემირამიდა” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც: “შამირამი” ან “შამურამატი”.აქადეური მითოლოგიის მიხედვით გახლდათ,ლეგენდარული ასურეთელი დედოფალი და მეუღლე ასევე ლეგენდარული ბაბილონელი მეფის ნინოსისა,რომელიც მოგვიანებით ღალატით შეიწირა და მთელი სამეფო ძალაუფლება იგდო ხელთ.ისტორიული თვალსაზრისისთ “სემირამიდას” პროტოტიპად მიჩნეულია ასურეთის დედოფალი – “შამურამატი” (რომელიც ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 811-805 წლებში.იგი გახლდათ მეუღლე ასურეთის მეფის შამში-ადად V-ის (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 824-811 წლებში) და დედა ასურეთის მომავალი მეფის ადად-ნირარ III-ის (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 811-872 წლებში). (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიულად ცნობილია შამურაპატი ქვეყანას განაგებდა ერთპიროვნულად,რაც იმ დროისათვის აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის ერთგვარად წარმოუდგენელი ფაქტიც კი გახლდათ.იგი საკმაოდ ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ქალი იყო და ასურეთის სამეფოს დიდი ბრწყინვალება შესძინა მისმა მმართველობამ.ასევე აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ შამურამატ-სემირამიდას განსახიერება წარმოადგენდა სხვადასხვა ხალხების ღვთაებას,მათ შორის იყო შუამდინარეთის სიყვარულის ღვთაება – “იშტარი”.მის სახელს ასევე უკავშირდება ყველასათვის ცნობილი და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი “ბაბილონის (სემირამიდას) დაკიდებული ბაღების” აგება.შამურამატ-სემირამიდის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს,რომელთა ნაწილი დიდმა ძველბერძენმა ისტორიკოსებმა დიოდორე სიცილიელმა,ქთესია კნიდელმა და სხვებმა შემოგვინახეს.ქთესიას მიხედვით სემირამიდა სირიული ღვთაების “დერკეტოს”,იგივე “ათარგათისის” ქალიშვილი გახლდათ.დაოჯახდა სირიის მეფე ონაზე და შეეძინათ ორი ვაჟი,მან მეუღლესთან ერთად დაიპყრო ბაქტრია და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.თუმცა მოგვიანებით იგი ცოლად მიყვება ასურეთის მეფე ნინს და დიოდორე სიცილიელის გადმოცემის თანახმად,მას მეუღლე აძლევს ნებას ხუთი დღის განმავლობაში მართოს სამეფო.სწორედ ამ ხუთი დღის განმავლობაში გასცემს იგი ბრძანებას მეუღლის მოკვლისა და საკუთარ დაცვას მოაკვლევინებს მას.ამ საშინელი მეთოდით იგი მთელ ძალაუფლებას იგდებს ხელთ.ძველი ისტორიკოსები და ავტორები სემირამიდას მიიჩნევენ ბაბილონის დამაარსებლად,მის სახელს უკავშირებენ “ბაბილონის დაკიდებული ბაღების აგებას”,მიუხედავად იმისა,რომ მან დააარსა ბაბილონი,ამ ბაღების გაშენებასთან მას საერთო არაფერი ჰქონია და ეს სიმართლეს არ შეეფერება,რადგან იგი აგებულ იქნა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ.წ.აღ-ით 605-552 წლები) მიერ.ცნობილია,რომ ბერძენმა ისტორიკოსებმა დიდი შეცდომა დაუშვეს,მაშინ როდესაც ამ ბაღების გაშენება სემირამიდას დაუკავშირეს. (ავტორი გენია.ჯი) სემირამიდა ძვ.წ.აღ-ით IX საუკუნეში მოღვაწეობდა,ხოლო ბაღები გაშენებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში.სემირამიდას სახელს უკავშირდება ინდოეთში შეჭრა,თუმცა ამ დროს მან მისი არმიის ორი მესამედი დაჰკარგა,რამაც მის არმიას დიდი სფრთხე შეუქმნა.იგი ებრძოდა ასევე მიდიელებსა და სირიელებსაც.სემირამიდას წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს მეფე ონას ვაჟებმა (საკუთარმა ვაჟებმა),თუმცა ერთი ვერსიით შეთქმულება გამოააშკარავა,მეორე ვერსიით იგი ამ შეთქმულებას ემსხვერპლა,ხოლო მესამე ვარსიით მისი ძალაუფლება  დაამხვეს.სემირამიდას შესახებ ცნობები პლუტარქემაც შემოგვინახა.ასევე შამურამატი-სემირამიდა იხსენიება “ბიბლიაში” (შამურამატისა და სოლომონ მეფის ამბავი).მის შესახებ წერდნენ: ჰეროდოტე,ოვიდიუსი და სხვა ცნობილი ისტორიკოსები.ფაქტი ფაქტად რჩება,რომ შამურამატი-სემირამიდა უამრავი მითის,ლეგენდისა თუ ნამდვილი ისტორიის გმირ-დედოფლად რჩება,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ბაბილონისა და ასურეთის აღორძინება,გაბრწყინება.იგი ამასთან სიმბოლოა ცბიერებისა და სილამაზისა. (ავტორი გენია.ჯი)