“პენსია” – (ეპიზოდი)
თავდაპირველი ცნობები პენსიის არსებობის შესახებ,მოხსენიებულია პარიზის აუდიტორული პალატის დოკუმენტებში და ეს გახლდათ პერიოდი საფრანგეთის მეფის – ლუდოვიკო XI-ის მეფობის პერიოდისა (1461-1483 წლებში).აღსანიშნავია,რომ ამ მეფეს დღემდე მოიხსენიებენ ზედსახელებით “უნივერსალური ობობა”,”ფრთხილი” და “გონიერი”.პენსიის შესახებ ცნობები XV საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ შედგენილ დოკუმენტებში ჩნდება. (ავტორი გენია.ჯი) პირველად ოფიციალური პენსია,რომელსაც სახელმწიფო გასცემდა ნებისმიერი თავისი ქვეყნის მოსამსახურისა და მოქალაქის მიმართ,დაფიქსირდა გერმანიაში,მაშინ როდესაც გერმანიის ლეგენდარულმა კანცლერმა – ოტო ფონ ბისმარკმა (1815-1898 წლები) – 1889 წლის ბრძანებით,ქვეყნის მოქალაქეებს გააცნო “რეგულარული სახელმწიფო ფულადი შემწეობის” შემოღების შესახებ.აღნიშნული ინოვაციური პროექტი მხოლოდ 20 წლის შემდეგ იქნა ატაცებული დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სახელმწიფოების მიერ.ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საპენსიო სისტემა შემოღებულ იქნა მე-XX საუკუნის 30-იან წლებში.დროის გასვლის შესაბამისად იცვლებოდა პენსიის გაცემის მეთოდებიც,ადრეულ წლებში თუ კი ეს მხოლოდ ასაკზე იყო დამოკიდებული,შემდგომ პერიოდებში პენსია დაენიშნათ: “ინვალიდებს”,”მარტოხელა დედებს”,”მრავალშვილიან ოჯახებს” და ასე შემდეგ სხვა კატეგორიებს. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელი დღის მონაცემებით საპენსიო საშუალო ასაკი ადამიანისა 65 წელიწადია,სხვადასხვა ქვეყნებში 70 წელიც კი,მაგალითად იაპონიაში.ყველაზე მაღალი პენსიის მქონე ქვეყანა დანიაა,ხოლო ყველაზე დაბალი პენსიის მქონე – ზიმბაბვე და ჰონდურასი.ჩინეთში პენსია გაიცემა მხოლოდ იმ ადამიანებზე,რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაწესებულებებში.დღევანდელი დღის მონაცემებით ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობა,სწორედ “საპენსიო” სახელმწიფო დახმარების იმედად ცხოვრობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი)