ჩინეთის შესახებ…
სამართალი ქვეყნის კულტურის ორგანული ნაწილია.სამართალგანვითარების დონე აუცილებლად მიგვითითებს ამა თუ იმ სახელმწიფოს კულტურის ისტორიული სიმაღლის შესახებ.კლასიკური აღმოსავლეთის ქვეყნების წრეში სამართალგანვითარების უმაღლესი დონე აისახა ძველი ბაბილონის კანონმდებლობაში,განსაკუთრებით კი სახელგანთქმული ხამურაბის (და არა ჰამურაბის) კოდექსში (ძვ.წ.აღ-ით XVIII საუკუნეში).შეიძლება ითქვას,რომ შორეული აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის ქვეყნების ელამის,სპარსეთის და სხვათა მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ჩინეთი იყო ის ქვეყანა,სადაც გამოიგონეს ქაღალდი,თოფის წამალი (დენთი),კომპასი,სეისმოგრაფი,ბორბლის,ფაიფურის წარმოება,ჩინეთშიდაიბეჭდა პირველი წიგნი და გაზეთი,წარმოიშვა და განვითარდა მეაბრეშუმეობა,სასამართლო მედიცინა და ასე შემდეგ.არსებობს მაო ძო-ბენის წიგნი – “ეს გამოგონებულია ჩინეთში”,საიდანაც ვგებულობთ,რომ ახ.წ.აღ-ით VIII საუკუნეში იწყება წიგნის ბეჭდვა,X-XIII საუკუნეებში ვითარდება ბეჭდვის ქსილოგრაფიული მეთოდები. (ავტორი გენია.ჯი) ამავე ეპოქაში გაჩნდა მოძრავი ლიტერებით ბეჭდვა,თავდაპირველად შრიფტი თიხისაგან მზადდებოდა,ხოლო XIV საუკუნიდან კი მეტალისაგან.ჩინური ტრადიციის თანახმად ქვეყნის ისტორია იყოფა სამეფო დინასტიების ზეობის შესაბამისად.რაღა თქმა უნდა,ჩინეთი თავისი კულტურის,სახელმწიფოსა და სამართლის სიძველით ვერ შეედრება ძველ შუმერს და ძველ ეგვიპტეს,მაგრამ ის მაინც ერთ-ერთი უძველესი კულტურის ქვეყანაა მსოფლიოში.ძვ.წ.აღ-ით XV-XIV საუკუნეებში ჩინეთში ჩამოყალიბდა ადრემონათმფლობელური ინის სახელმწიფო.პირველი იეროგლაფიური წარწერები,რომლებიც შესრულებული იყო ცხოველთა ძვლებზე და კუს ჯავშნებზე.ისინი განეკუთვნებიან ძვ.წ.აღ-ით XVIII-XVII საუკუნეებს და მომდევნო საუკუნეებს.ამ წარწერების ამოკითხვას დიდი ენერგია შეალიეს ჩინელმა მეცნიერებმა და საბოლოოდ მართებულად ამოიკითხეს ისინი.მიჩნეულია,რომ მათი წაკითხვა,ისეთივე დიდი მეცნიერული გმირობაა,როგორც ფრანსუა შამპოლიონისა და სხვა მკვლევართა მიერ ძველეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრა.ასე,რომ,წერილობითი ტრადიცია ჩინეთში 3500-ზე მეტ წელს ითვლის.ჩინური და მსოფლიო ლიტერატურის უდიდეს ძეგლად ითვლება უძველესი ხალხური სიმღერებისა და ჰიმნების კრებული “სიმღერების წიგნი”,რომელიც დაწერილი უნდა იყოს ძვ.წ.აღ-ით XI-VI საუკუნეებში.ახ.წ.აღ-ით VII-XII საუკუნეების ჩინური სამართალი უკვე იცნობდა საკუთრების სამ ფორმას: 1) კერძო საკუთრება,იგივე “სი”. 2) სახელმწიფო-სახაზინო,იგივე “გუან” და 3) საზოგადოებრივ,ბუდისტებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებასაც. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთ შემთხვევაში სამართალი აღიარებდა პირადი საკუთრების უფლებასაც,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “ძი”.ჩიმური სამართალი მკაცრად იცავდა საკუთრებას არა ნარტო სამოქალაქო-სამართლებრივი საშუალებებით,არამედ სასჯელების გამოყენებითაც.თუ კი რომელიმე სახელმწიფო მოხელე სხვას,კერძო მესაკუთრეს,ერთ მუს ოდენობის მიწას (600 კვადრატული მეტრი) მიწის ნაკვეთს წაართმევდა,დამნაშავეს მსხვილი ჯოხით სამოცჯერ გაჯოხავდნენ.ჩინური სამართალი ორიგინალური სამართლებრივი სისტემა იყო,რომელზედაც სხვა ქვეყნების სამართალს არ მოუხდენია გავლენა.ეს ჩანს ჩინეთის სამართლის ყველა დარგიდან,მათ შორის საოჯახო სამართლიდანაც.ჩინური სამართალს კი უამრავი აზიური ქვეყნის სამართალზე მოუპოვებია გავლენა,მაგალითისათვის ვიეტნამიც კმარა,სადაც ამ ქვეყნის 1815 წლის კოდექსი თითქმის მთლიანად აღებული იქნა მანჯურთა დინასტიის დროს მიღებული სამართლის წიგნებიდან. (ავტორი გენია.ჯი)