„დაჰომეელი ამორძალები”
თანამედროვე აფრიკული სახელმწიფოს ბენინის ადრინდელი სახელწოდებაა, რომელიც არსებობდა 260 წლის მანძილზე დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე.იგი დაარსებულ იქნა XVII საუკუნეში. მეფე აჰო ჰოეგბაჯას დროს,რომელიც გახლდათ მესამე მმართველი დაჰომეასი 1645-1685 წლებში და მისი ვაჟის დოსუ აგაჯას მეფობის ხანაში 1708-1732 წლებში, შექმნილ იქნა ერთ-ერთი საუკეთესო არმია, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს დაეპყროთ რამდენიმე მეზობელი სამეფოები და დაარსებულ იქნა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრესი ძალა ამ არმიისა გახლდათ ძალიან კარგად გაწვრთნილი სამეფო დაცვა, რომელიც სრულიად დაკომპლექტებული იყო მანდილოსნებით და დროთა განმავლობაში მათი რიგები კიდევ და კიდევ უფრო იზრდებოდა. 1858 წლისათვის კი მათმა რაოდენობამ 6000-სს მიაღწია, რაც დაჰომეელთა არმიის 1/3-ს შეადგენდა. თავად ადგილობრივები მანდილოსანთა მიერ შექმნილ ასეთ ბატალიონს, მოიხსენიებდნენ, როგორც „დედათა ბატალიონი”. თავდაპირველად ასეთი ბატალიონი შეიქმნა XVII საუკუნის მიწურულს და მათი დანიშნულება მეფის დაცვა გახლდათ, რადგან მეფე მამაკაცებზე მეტად სწორედ ამ მანდილოსნების მიერ დაკომპლექტებულ საჯარისო ნაწილს ენდობოდა. „დაჰომეელი ამორძალების” ისტორია სათავეს იღებს ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის გარდაცვალების შემდგომ. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვლილ მეთაურს ჰყავდა ღვიძლი და, რომელიც სათავეში ჩაუდგა სწორედ იმ სამედრო ნაწილს, რომელსაც ოდესღაც მისი ძმა ხელმძღვანელობდა. ამ ეპიზოდიდან იღებს სათავეს „დაჰომეელი ამაზონები”-ს საკმაოდ საინტერესო ისტორია. როგორც ევროპელი მისიონერები ირწმუნებოდნენ, ასეთი მებრძოლი მანდილოსნები მათ არასოდეს ენახათ, ისინი ფაქტიურად ჩამოყალიბდნენ ელიტურ ქვედანაყოფად, რომელზეც უდიდესს იმედს ამყარებდა დაჰომეას მეფეები. აღნიშნული ელიტური ქვედანაყოფი ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ფორმირებას წარმოადგენდა აფრიკის კონტინენტისა. აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ დაჰომეა ყველაზე აქტიურად მონებით მოვაჭრე ქვეყანას წარმოადგენდა იმ დროინდელი აფრიკისა, შემოსავლები ამ მეთოდით ხშირ შემთხვევაში წლიურად 4 მილიონ ფუნტ-სტერლინგსაც კი აჭარბებდა, ნაწილი კი ასეთი მეთოდით შემოსული თანხებისა სწორედ „დაჰომეელ ამორძალებს” ხმარდებოდა. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ქალთა ბატალიონი შესანიშნავადაც გახლდათ შეიარაღებული იმ დროინდელი აფრიკის კონტინენტის პერიოდისათვის.ისინი შეიარაღებული იყვნენ უახლესი ინგლისური იარაღით,რაც საკმაოდ “ძვირადღირებულ სიამოვნებას” წარმოადგენდა.ისინი გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას და ატარებდნენ სპეციალურ ფორმებს. მათ ეკრძალებოდათ დაქორწინება, შვილების ყოლა. შესაბამისად, ისინი „ქალწულები” გახლდნენ. მათი სამხედრო სტრუქტურა საკმაოდ რთული რანგებისაგან შედგებოდა, ხოლო დისციპლინა კი მართლაც რომ სასტიკად იყო დაცული. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მათ სიკვდილითაც კი სჯიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ყოველი „დაჰომეელი ამორძალი” მიჩნეულ იყო დაჰომეის მეფის ცოლად და ამიტომ ისინი სამეფო სასახლის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც მათთვის სპეციალური ბარაკები იყო აგებული. ამის გამო სამეფო სასახლე ერთგვარ სამხედრო დაწესებულებასაც კი წარმოადგენდა. ისინი აკონტროლებდნენ მთელ არმიას და მონაწილეობას იღებდნენ რეკრუტების შერჩევაში. ბრძოლის დროს გამოირჩეოდნენ სისასტიკით და ტყვეების აყვანის შემთხვევაში დატყვევებულებს თავებს ჰკვეთდნენ. 1890 წელს ფრანგულ „უცხოურ ლეგიონთან” სისხლისმღვრელი ბრძოლის შედეგად დაჰომეა დაეცა და მოგვიანებით „დაჰომეელი ამორძალების” ბატალიონი სრულად დაშლილ იქნა. უკანასკნელი მანდილოსანი, რომელიც ამ ბატალიონში მსახურობდა გარდაიცვალა 1979 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)