რაბან საუმას ბიოგრაფიიდან…
“რაბანი” აღნიშნავს “მასწავლებელს”,ხოლო “ბარსაუმა” – “პოსტის შვილს”.რაბან საუმა (დაახლოებით 1220-1294 წლები) გახლდათ ერთადერთი მაცხოვრებელი შუასაუკუნეების ჩინეთისა,რომელიც იყო მოგზაური და განდეგილი “ნესტორიანელი ბერი” (ქრისტიანული სწავლება,ცნობილი ანტიოქური ღვთისმეტყველური სკოლის თვალსაჩინო სასულიერო მოღვაწისა და კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის 428-431 წლებში – ნესტორისა),რომელმაც უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები დაგვიტოვა თავისი მოგზაურობისა ევროპაში.ამ მიზეზთა გამო რაბან საუმას – “ჩინელ მარკო პოლოდაც” მოიხსენიებენ.ეროვნებით იგი უიგარი გახლდათ,რომელიც დაიბადა იუანის იმპერიის დედაქალაქ ხანბალიკში (თანამედროვე პეკინი),ნესტორიანელი სასულიერო პირის ოჯახში. (ავტორი გენია.ჯი) იგი მუშაობდა თათარ-მონგოლთა დიპლომატიურ სამსახურში,მაშინ როდესაც ისინი მთელ აზიას განაგებდნენ.სწორედ ამ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დაინიშნა ელჩად ევროპაში და ამ პერიოდს აღწერს იგი მის ჩანაწერებში,სადაც აღწერილია შეხვედრები ევროპის იმ დროინდელი სახელმწიფოს მეთაურებთან (მეფეებთან,იმპერატორებთან,რომის პაპთან და სხვა უმაღლეს სახელმწიფო მოხელეებთან).მოგვიანებით არჰუნ-ხანის მითითებით იგი ცდილობდა საფრანგეთისა და ირანის კავშირების აღდგენა-გაძლიერებას,თუმცა ეს მისია წარუმატებლად დასრულდა.რაბან საუმამ დეტალურად აღწერა და შემოგვინახა იმ დროინდელი ევროპა,მისი პოლიტიკური,კულტურული და სასულიერო და ცხოვრების ეპიზოდები.მან იმოგზაურა კონსტანტინეპოლში,რომში,გენუაში,საფრანგეთში,აკვიტანიის საჰერცოგოში და ასე შემდეგ.შეხვდა ისეთ ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს,როგორებიც იყვნენ: ბიზანტიის იმპერატორი – ანდრონიკე II პალეოლოგოსი (1260-1332 წლები),საფრანგეთის მეფე – ფილიპე IV “ლამაზს (1268-1314 წლები),ინგლისისა და უელსის მეფეს – ედვარდ I “პლანტაგენეტს” (1239-1307 წლები),რომის პაპს – ნიკოლოზ IV-ს (1227-1292 წლები) და სხვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებს ევროპის ქვეყნებისა. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი მემუარები კი ერთ-ერთ უმთავრესს სასწავლო წიგნადაც კი იქცა აღმოსავლეთის ხალხისათვის,რათა სრულყოფილად შეესწავლათ ევროპა და კონტინენტის ამ ნაწილის გეოგრაფიული და პოლიტიკური ცხოვრების ნიუანსები.რაბან საუმას ჩანაწერებს ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება დღემდე აღმოსავლეთის ხალხებში,როგორც ევროპელთათვის – მარკო პოლოს ჩანაწერებს,რომელიც სწორედ იმ პერიოდში მოგზაურობდა აღმოსავლეთში,რა დროსაც რაბან საუმი მოგზაურობდა ევროპაში. (ავტორი გენია.ჯი)