ლელა ლაშხი – “დაე წაერთვას ცის კაბადონს ყველა ვარსკვლავი”
დაე,წაერთვას ცის კაბადონს ყველა ვარსკვლავი,
დაე,ზღვა დაშრეს… ქარის ხმები წვიმამ შეცვალოს…
დაე,გაირღვეს ჰორიზონტის ყველა საზღვარი,
დაე,საჩრდილეთს ვეღარასდროს ამოვეფარო…
დაე,მაწამონ ოცნებებმა,გამაერთფერონ,
დაე,ჩემი ხმა მაყრუებდეს უდაბნოს შიგან,
ხელები ხელებს ვეღარაფრით ვერ მოეფერონ,
მიწა მიწის შვილს მიწიერი მიწობით შლიდა!
პირველი დღიდან…