იცით თუ არა,რომ
1. ყველაზე მაღალი ადამიანის სხეულის ტემპერატურა,რაც კი ოდესმე სამედიცინო პრაქტიკაში დაფიქსირებულა,მოხდა 1980 წელს,ამერიკელი,ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის მკვიდრის – უილი ჯონსის შემთხვევაში,როდესაც მისმა სხეულის ტემპერატურამ 46,5 გრადუს-ცელსიუსს მიაღწია.თუმცა საბედნიეროდ პაციენტი 24 დღიანი მკურნალობის შემდეგ ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს.
2. სრული არქივი გენიალური ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინისა,80,000 ჩანაწერისაგან შედგება და მასში შედის,როგორც წერილები,ასევე შენიშვნები მოგზაურობის შესახებ,პირადი დოკუმენტები,სამეცნიერო ნაშრომები და სასკოლო ატესტატიც კი. (ავტორი გენია.ჯი)
3. თეორია “პარალელური სამყაროს” არსებობის შესახებ,თავდაპირველად შემუშავებულ იქნა დიდი ამერიკელი ფიზიკოსისა და შემქმნელი “მრავალსამყაროვანი ინტერპრეტაციისა კვანტურ მექანიკაში” – ჰიუ ევერეტის (1930-1982 წლები) მიერ 1950 წელს.
4. 1921 წლის 12 სექტემბერს კინოფილმების ისტორიაში,ჩაიწერა პირველი “საუნდთრეკი” კინოფილმისათვის – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში. (ავტორი გენია.ჯი)
5. პაპუა-ახალი გვინეის მიწაზე პირველად “თეთრკანიანმა ადამიანმა” ფეხი დაადგა 1526 წლის 6 სექტემბერს.
6. სინგაპურის ქალაქ-სახელმწიფოს დედაქალაქის – სინგაპურის სახელწოდება მომდინარეობს მალაიური ენის “სინგა”-საგან,რომელიც აღნიშნავს (ლომს) და სანსკრიტულ ენის “პურ”-ისაგან,რომელიც აღნიშნავს (ქალაქს).ამიტომ ამ ქალაქის სახელწოდება ითარგმნება,როგორც “ლომის ქალაქი”.
7. “ქაღალდის ფული,ყოველთვის უბრუნდება თავის საწყის ნიშნულს – ნულს”,ამბობდა გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი – ფრანსუა-მარი არუე,იგივე ვოლტერი (1694-1778 წლები).
8. ცხენს უმაღლეს დონეზე განვითარებული აქვს ხუთი გრძნობა: მხედველობა,გემო,სმენა,ყნოსვა და შეხების შეგრძნება.
9. გიგანტური ფინური ტრანსნაციონალური კომპანია: “NOKIA”,დაარსებულ იქნა 1865 წელს რუსი (ფინელი) სამთო ინჟინერისა და ბიზნესმენის ფრედრიკ იდესტამის მიერ ქალაქ ტამპერეში,მდინარე “Nokianvirta”-ს სანაპიროზე,სადაც აგებულ იქნა ქაღალდის ფაბრიკა.სახელწოდება კომპანიისა კი სწორედ აღნიშნული მდინარის მიხედვით ეწოდა კომპანიას. (ავტორი გენია.ჯი)
10. კამბოჯის საგადასახადო კოდექსი მხოლოდ 4 ფურცლისაგან შედგება.