იან სიუნი
იან სიუნი დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 58 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ძველი ჩინელი ფილოსოფოსკონფუციანისტი,ლიტერატორი,პოეტი და ფილოლოგი “ხანის” ეპოქისა.მისი უმთავრესი ნაშრომები გახლდათ “ტაი სიუან ძი” – (კანონი დიდი საიდუმლოებისა) და “ფა იანი” – (სამაგალითო მეტყველება).”ტაი სიუან ძინი” შექმნილ იქნა,ცვლილებების წიგნის “ჩჟოუ ი”-ს მაგალითზე,თუმცა იან სიუნის მიერ 64 ჰეკსგრამის სისტემის ნაცვლად შემოთავაზებულ იქნა 81 ტეტრაგამის სისტემა.ხოლო “ფა იანი” დაწერილ იქნა “ლუნ იუ”-ს მაგალითით,სადაც გამოყენებულ იქნა ფორმა კითხვა-პასუხისა. (ავტორი გენია.ჯი) იან სიუნის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს ასევე ეკუთვნის თხზულება “ფანიანი”,რომელიც გახლავთ პირველი ჩინური დიალექტური ლექსიკონი,რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს წყაროს ძველი ჩინური ენის დიალექტოლოგიისა.იგი შედგება 13 თემატური თავისაგან და აგებულია პრინციპზე პარალელებსა და სინონიმებს შორის.ამ ნაშრომზე იან სიუანმა 27 წელიწადი იმუშავა და 9000-მდე იეროგლიფი გამოიყენა.იან სიუანი გარდაიცვალა ახ.წ.აღ-ით 18 წელს.მისმა ნაშრომებმა კი უდიდესი როლი ითამაშა ჩინურ ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში. (ავტორი გენია.ჯი)