„ინკუნაბულა”
„ინკუნაბულა” - ლათინურად აღნიშნავს “აკვანს” – “საწყისს”.ასე მოიხსენიებდნენ გამომცემლობას ევროპაში,დაწყებული პირველი წიგნის ბეჭდვიდან – 1501 წლის 1 იანვრამდე.ასეთი გამოცემები არა მარტო დღეისათვის,არამედ იმ პერიოდისათვისაც კი ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა,რადგან თითოეული წიგნის ტირჟი 100 ეგზემპლარიდან – 300 ეგზემპლარამდე შედგებოდა.თავდაპირველად ტერმინი “ინკუნაბულა” ბერნარდ ფონ მალინკროდტის მიერ 1639 წელს თავის პამფლეტში: “De ortu et progressu artis typographycae”-ში (განვითარებისათვის და პროგრესისათვის ტიპოგრაფიულ ხელოვნებაში) იქნა გამოყენებული.ფართოდ გავრცელება კი აღნიშნულმა ტერმინმა XVIII საუკუნიდან დაიწყო.ინკუნაბულას ყოფენ ორ ტიპად: “კლისოგრაფიულად” და “ტიპოგრაფიულად”. (ავტორი გენია.ჯი) ტიპოგრაფიული მეთოდით დაბეჭდილ იქნა მსოფლიოში ცნობილი “გუტენბერგის ბიბლია”.რამდენიმე მეცნიერი მიიჩნევდა,რომ ინკუნაბულურ გამოცემას მხოლოდ ტიპოგრაფიული მეთოდით დაბეჭდილი წიგნები წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ძირითადად ასეთი გამოცემები,იბეჭდებოდა ლათინურ ენაზე და ძირითადად მისი მომხმარებლები იყვნენ სწავლულები,ადვოკატები და ღვთისმსახურები.”ინკუნაბულას” ცნობილი გამომცემლები იყვნენ: გერმანელი წიგნის გამომცემელი – ალბერტ პფსისტერი (1420-1466 წლები),გერმანელი წიგნის გამომცემელი – გიუნტერ ცაინერი,გერმანელი წიგნის გამომცემელი და წიგნებით მოვაჭრე – იოჰან მეტელინი (1410-1478 წლები) და ინგლისელი წიგნის გამომცემელი – უილიამ კეკსტონი (1422-1491 წლები).”ინკუნაბულას” საუკეთესო ნიმუშად კი მიჩნეულია გერმანელი ექიმის,ჰუმანისტის,ისტორიკოსისა და კარტოგრაფის – ჰარტმან შედელის (1440-1514 წლები) – “ნიუნბერგის ქრონიკა”,გამოცემული 1493 წელს.პირველი კატალოგები “ინკუნაბულისა” კი ფართოდ გავრცელებული იქნა XIX საუკუნეში.მრავალი ასეთი უნიკალური გამოცემა კი დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში. (ავტორი გენია.ჯი)