მაიკლ ფარადეი – “ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში - მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები), არასდროს ისწრაფვოდა სიმდიდრისა და პატივისაკენ.მიუხედავად ამისა, იგი საკუთარი დამსახურებებისათვის იგი სამოცდაათზე მეტი სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის საპატიო წევრად არჩეული. მაიკლ ფარადეის ნაშრომები ფიზიკაში ახალი ეპოქის დასაწყისად იქცა, მაგრამ მას საკუთარი გამოგონებანი არასოდეს დაუპატენტებია. გენიალურ მეცნიერს არაერთხელ უთქვამს უარი ხელსაყრელ თანამდებობებზე, რომელიც არნახულ შემოსავლებს უქადდა მას. მანვე უარი განაცხადა თავად-აზნაურის ტიტულის მიღებაზე და განაცხადა: „დიდი მადლობა, მაგრამ მე მინდა, უბრალოდ ვიწოდებოდე – მაიკლ ფარადეი!”