ოტია იოსელიანის მოსაზრებები…
“წიგნები სად მქონდა,რომ წამეკიხა,თუ არა როგორ გავბედავდი წერას”?
* * *
“ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან,ცხოვრობენ და ბერდებიან.ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ”.
* * *
“ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება,რაც დრო გადის,უახლოვდება.პატარაობისას გინდა,რომ მოზრდილი იყო,მალე დაკაცდე,დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ,თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები,იქ იტრიალებ”.
* * *
“გამოცდილებით,თავგასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს,რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია,ჩვენში,ბრძენი კი არა,სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი”. (ავტორი გენია.ჯი)