უილიამ შექსპირი – “სონეტი XXX”
მარტოობისას როცა ვუხმობ იდუმალ ფიქრებს,
რომ მახსენდება სატკივართა ზღვა და ხმელეთი,
მოგონებათა ბნელ მორევში კვლავ ძალას იკრებს
გარდასულ დღეთა სევდიანი ელეთ-მელეთი.
***
და კვლავ დავტირი უცრემლობას ჩვეული თვალით,
ერთგულ მეგობარს,აწ ჩაკარგულს ძველ სამარეში,
კვლავ ვეძებ წარსულს სიყვარულის გზნებით და ალით
ხსოვნა-არხსოვნის სამყაროთა არემარეში.
***
და კვლავ ნელი-ნელ მმატებს ცოდვას ნაცოდვილარი,
კვლავ მეძალება ნაფიქრალის ფიქრად შექცევა,
იმის გამგები ამ ქვეყნად კი არავინ არი,
რომ გადახდილი გადასახდელ ვალად მექცევა.
***
მაგრამ როგორც კი,ჩემო კარგო,შენ მაგონდები,
წარსულის ყველა მწუხარებას ერთად ვშორდები…