ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს “ამაყი” – (ეპიზოდი)
რომის უკანასკნელი მე-7 რექსი (მეფე) ძვ.წ.აღ-ით 535-510 წლებში – ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუს “ამაყი”-ს მეფობის დროს საკმაოდ საინტერესო ამბავი მოხდა: რომაელი ახალგაზრდების ქეიფის დროს,რომელთა შორისაც ტარკვინიუსის ვაჟი სეკსტ ტარკვინიუსიც იმყოფებოდა,შემთვრალმა ახალგაზრდებმა მსჯელობა დაიწყეს თუ ვისი ცოლი უკეთესი მეოჯახე გახლდათ.ყველა დამსწრემ საკუთარი ცოლის ქება დაიწყო,თუმცა ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს სამ კაციანი “კომისიის” შექმნა,რომლებსაც უნდა ჩამოეარათ და შეემოწმებინათ ვისი ცოლი რას აკეთებდა. (ავტორი გენია.ჯი) საქმე ის გახლდათ,რომ ზოგიერთის ცოლს ეძინა,ზოგიერთი სახლში არ იყო,ზოგიერთის ცოლი კი სხვა მამაკაცთან აღმოჩნდა.მხოლოდ ერთადერთის ცოლი ნახეს შინ,რომელიც მონა ქალების გარემოცვაში იჯდა და რაღაცას აქსოვინებდა მათ.აღნიშნულმა “კომისიამ” დაადგინა,რომ ყველაზე კარგი ცოლი სწორედ ის იყო.დაბრუნდნენ ისინი თავის თანამოქეიფეებთან და გამოუცხადეს მათ,რომ ყველაზე კარგი ცოლი – ლუკრეცია კოლადინი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ტარკვინიუსის ვაჟმა – სეკსტმა,შეურაცხყოფად მიიჩნია,რომ მისი ცოლი არ აღმოჩნდა ყველაზე კარგი მეუღლე და შურისძიება გადაწყვიტა.მან ძალა იხმარა ლუკრეციაზე და შეურაცხყოფილმა ლუკრეციამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე კი მეუღლეს წერილი დაუტოვა,სადაც ეწერა: “შენი ერთგული ვიყავი,მაგრამ ტარკვინიუს უმცროსმა ძალა იხმარა და ამის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ვასრულებ”.ამ ფაქტმა უდიდესი მღელვარება გამოიწვია რომში და მთელი რომი ფეხზე დადგა.ლუკრეციას ნათესავებმა ლუციუს იუნუს ბრუტუსმა და პუბლიუს ვალერიუს ვოლუს პუბლიკოლამ,გარდაცვლილი ლუკრეციას ცხედარი რომის ფორუმზე მიასვენეს და დაუმტკიცეს მოქალაქეებს,რომ ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი ოჯახთან ერთად გაეძევებინათ რომიდან და ქვეყანა რესპუბლიკურ მმართველობაზე გადაეყვანათ.ამ ამბების შემდგომ ლუციუსი იძულებული გახდა რომიდან დევნილობაში – ეტრუტიაში გადასულიყო (ჩრდილოეთ იტალია). (ავტორი გენია.ჯი) თავად ამ ავი საქმის ჩამდენი სეკსტი კი მოკლულ იქნა გაბიის აჯანყების დროს.დევნილი ლუციუსი იმედოვნებდა,რომ ეტრურიის მეფის ლარს პორსენას დახმარებით შეძლებდა კვლავ რომში დაბრუნებას,თუმცა ლარსმა რომის ახალ რესპუბლიკასთან სამშვიდობო ურთიერთობა დაამყარა და ლუციუსს ეს იმედიც გადაუწურა.მიუხედავად ამისა ლუციუსმა შესძლო ლათინთა დაყოლიება რომის წინააღმდეგ და ძვ.წ.აღ-ით 496 წელს რეჯილის ტბასთან ბრძოლაში ის საბოლოოდ მარცხდება რომის რესპუბლიკასთან.ამ ბრძოლაში კი მან სამი ვაჟიც დაჰკარგა და საბოლოოდ ეტრურიის ქალაქ კუმში,მეფე არისტოდემუსის მმართველობისას ძვ.წ.აღ-ით 495 წელს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)