ალექსანდრე დიუმა (უფროსი) – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი - ალექსანდრე დიუმა “უფროსი” (1802-1870 წლები),ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში ვიზიტს აპირებდა,რის შესახებაც ინფორმაცია ამავე მაღაზიის მფლობელმა,დიდი მწერლის სტუმრობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო.გარდა იმისა,რომ მაღაზიის მეპატრონესათვის უდიდესი პატივი იყო მასთან ალექსანდრე დიუმას სტუმრობა,ამასთან იგი მწერლის დიდი თაყვანისმცემელიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ გადაწყვიტა მის საპატივცემულოდ სასიამოვნო სიურპრიზი მოემზადებინა და ყველა თაროზე მხოლოდ და მხოლოდ დიუმას ნაწარმოებები გამოფინა.თუმცა შემდეგში განვითარებული მოვლენა მის “საჩვენებელი” საქციელის ანტოპოდად იქცა მას შემდეგ,რაც სტუმრად მისულ დიუმას,თვალში მოხვდა ეს გარემოება და მაღაზიის მეპატრონეს ჰკითხა თუ რატომ არ იყო მაღაზიაში სხვა ავტორების ნაწარმოებები?!

რაზეც დაბნეულმა მაღაზიის მეპატრონემ,რაც კი იმ წუთში გონებაში მოუვიდა,ამ სიტყვებით მიუგო:
“სხვა მწერლების,აბსოლუტურად ყველა ნაწარმოებები გაყიდულია”.
 
ალექსანდრე დიუმას შესანიშნავი რომანში “გრაფ მონტე-კრისტო”,მოყვანილი ციხე,სადაც სასჯელს იხდიდა მთავარი გმირი ნაწარმოებისა – ედმონდ დანტესი,გახლავთ ხმელთაშუა ზღვაში საფორტიფიკაციო ნაგებობა,რომელიც აგებულ იქნა 1524-1531 წლებში საფრანგეთის მეფის ფრანსუა I დე ვალუას (1494-1547 წლები),ბრძანების საფუძველზე.მიზნად კი ამ ფორტის აგებისა ქალაქ მარსელის დაცვა გახლდათ ზღვის მხრიდან მტრის შემოტევის შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) თავად კუნძული იფი განეკუთვნება ფრიულის არქიპელაგს,რომლის საერთო ფართობი 30,000 კვადრატული მეტრია,ხოლო კუნძულის მაქსიმალური სიგრძე კი 300 მეტრი.სანამ ამ ადგილას ფორტი აიგებოდა,იგი წარმოადგენდა მეკობრეთა და კონტრაბანდისტთა ერთგვარ თავშესაფარ ადგილს.მწერალმა აღნიშნული ნაწარმოები 1844-1845 წლებში დაწერა და მსოფლიო აღიარება მოუტანა  კუნძულს.აღნიშნული ფორტის ციხე – იფი,ფართო საზოგადოებისათვის და ტურისტებისათვის გაიხსნა 1890 წელს და იქ გახლავთ ილუსტრაციები და საგამოფენო მასალები “გრაფ მონტე-კრისტოს” ნაწარმოებისა.ასევე აღსანიშნავია,რომ ციხის პირველ სართულზე გახსნილია “ედმონდ დანტესის სახელობის საკანი” და აღნიშნული ციხე-სიმაგრე დღესაც უდიდესს ინტერესს იწვევს მნახველში.აღსანიშნავია ასევე ისიც,რომ “იფი” ცნობილია მისი მეორე პატიმრითაც,რომელსაც “რკინის ნიღაბი”-ით მოიხსენიებენ (ლუი XIV-სა და ლუიზა ლევარიეს ვაჟი – ჰერცოგი ვერმანდუა).ფრანგი ისტორიკოსი ალან დეკო კი ირწმუნება,რომ ამ ციხეში არცერთი გმირი,არასოდეს ყოფილან დატყვევებული.დღესდღეობით “იფი” ქალაქ მარსელის სავიზიტო ბარათად არის ქცეული. (ავტორი გენია.ჯი)