ნოდარ დუმბაძე – მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ…
“ჯავახიშვილი შიშით,პარვით,ალიყურით და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის,ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად,ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით,ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად,რითაც უსაზღვრელად ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.ვაი,რა ვიწრო ნაოჭი,ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას,ვისაც ეგონა,რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე.ტკივილი ტკივილად დარჩა,თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს,ერის საგანძურის სეიფში რომ დევს,რომელსაც ვერც მოიპარავ,ვერც გაყიდი და ვერც იყიდი,რადგან ერთადერთია,უნიკალური და ფასდაუდებელი.იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო,ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან,და თუ კვდებიან,ხელმეორედ იბადებიან.ესე იგი,ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალულძთ მის გარეშე სიცოცხლე.ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი”. (ავტორი გენია.ჯი)